VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია - „მუსიკა საბალეტო თეატრში“. მათ ისაუბრეს ბალეტის ჟანრის ისტორიის შესახებ, მუსიკისა და ქორეოგრაფიის როგორც გამოსახვის მნიშვნელოვან საშუალებებზე და სხვა მახასიათებლებზე.
მოკლედ მიმოიხილეს ქართული საბალეტო ხელოვნება - კომპოზიტორები, შემსრულებლები (ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, ვ. ჭაბუკიანი). ასევე გაგვაცნეს ამერიკული საბალეტო ხელოვნებს ფუძემდებული - ჯორჯ ბალანჩინი.