სკოლა „ივერონმა“ საზეიმოდ აღნიშნა ბავშვათა დაცვის საერთაშორისო დღე!
სკოლის მიმდებარე სპორტულ მოედანზე ჩვენს მოსწავლეებს ელოდათ გასართობი პროგრამა.
ღონისძიება გახსნა კერძო სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელმა - ქალბატონმა ციალა ჯაფარიძემ. მისალმებისა და მილოცვის შემდეგ, მან სხვადასხვა აქტივობში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს გადასცა წამახალისებელი სიგელები.
ზეიმი გახსნეს ხელოვნების კოლეჯის ქორეოგრაფიული ანსამბლის - „დიდგორის“ მოცეკვავეებმა (ხელმძღვ.: ბ-ნი ნუგზარ ფალავანდიშვილი). მათ შეასრულეს ცეკვები: „ხორუმი“ და „ყაზბეგური“.
ხოლო კოლეჯის საესტრადო სიმღერის წრის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები (ხელმძღვ.: ნანა ჭავჭანიძე).
სტადიონზე გამოფენილი იყო კოლეჯის მოსწავლეთა ნამუშევრები - ნახატები (მასწ.: ანა ხარაშვილი) და თექის ნაკეთობები (მასწ.: ნატო ჟღენტი).
პროგრამის მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ აქტივობებს - მხიარულ სტარტებს. ჩვენი მოსწავლეების გართობაზე და მათ განწყობაზე იზრუნა ნიკა კლიმენკომ, რომელიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მას ეხმარებოდა ნინი, რომელმაც „მოხატა“ ჩვენი პატარები.
დღევანდელი დღის განწყობა დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს ბავშვებს.