სკოლა „ივერონის“ მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ნატო შაროვი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეიყვარონ მათემატიკა. ნატო მასწავლებელი ცდილობს, რომ მოსწავლეებმა მათემატიკური ამოცანებისა და მაგალითების გამოთვლების გარდა, დაინახონ ის საინტერესო და სახალისო „ოინები“, რომლებიც ამ საგნის ფარგლებში საკმაოდ გვხვდება. ეს იყო ინტერაქციური ღონისძიება, რომელშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ასევე მაღალი კლასების მოსწავლეებიც.სახალისო გამოთვლების შემდეგ, IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი - „მათემატიკის გაკვეთილზე“.