2023 წლის 25 ოქტომბერს შპს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა „ტვინების ჭადრაკის“ სასკოლო პირველობა. მასში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარმა - ჯამურად 64-მა მოსწავლემ. კერძოდ,
II – III კლასებიდან მონაწილეობდა 12 მოსწავლე
IV-V-VI კლასებიდან მონაწილეობდა 24 მოსწავლე
VII -XI ლასებიდან მონაწილეობდა 28 მოსწავლე
ყველა მათგანი დიდი მონდომებით შეუდგა თამაშს. მათ მიზანი იყო უნარების მაქსიმალური გამოვლენა და გამარჯვების მოპოვება. ჩვენთვის ყველა მოსწავლის შემართება დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ სასკოლო ტურნირი მოიცავდა 2 ტურს და შესაბამისად 7 პარტიას.
ხანგრძლივი და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ ფანალის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით.
სკოლის ჩემპიონები გახდნენ:
II კლასის მოსწავლე - ანდრია კვაჭაძე
V კლასის მოსწავლე - დემნა ჩაკვეტაძე
X ბ კლასის მოსწავლე - ბაჩანა გოგატიშვილი
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.
გამარჯვებას ვულოცავთ ასევე სასკოლო ჩემპიონატის II და III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებსაც:
II ადგილზე გავიდნენ: ლილე ჟღენტი (III კლ); საბა ღოლოძე (V კლ); სანდრო გურგენიძე (X ბ კლ)
III ადგილზე გავიდნენ: დავით გობრონიძე (III კლ); მათე ქობულაშვილი (IV კლ); ლუკა ვეფხვაძე
(X ა კლ)
„ტვინების ჭადრაკს“ ხელმძღვანელობდა სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი, ოსტატობის კანდიდატი ბატონი ზაზა ტორაძე.