„ტვინების ბრძოლა“

2023 წლის 30 და 31 ოქტომბერს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ (საშემოდგომო ტურნირი). თამაშის პირველ დღეს მონაწილეობდნენ IX-XI კლასების მოსწავლეები. მათგან გამარჯვება მოიპოვა XI კლასის გუნდმა - „გალაქტიკა -3“, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ედუარდ აბურჯანია. (კაპიტანი); ელენე დუგლაძე; ანი კილასონია; საბა ლორთქიფანიძე; ლუკა ხუციშვილი.

თამაშის მეორე დღე გახსნეს ჩვენმა პატარა მოთამაშეებმა - III-V კლასების მოსწავლეებმა. შეჯიბრი ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია ყველაზე პატარა მოთამაშეებისათვის - III კლასის მოსწავლეებისათვის. ამიტომ მთელი დარბაზი მათ გულშემატკივრობდა - ამხნევებდა ტაშითა და გუნდების სახელწოდებების შეძახილებით. ამ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება ხვდა წილად IV კლასის გუნდს - „ბორჯღალოსნები“, რომლის წევრებიც იყვნენ: მათე ქობულაშვილი (კაპიტანი); თამარ ბარნაბიშვილი; ცოტნე შათირიშვილი; გიორგი იორამაშვილი; სანდრო ზაქარაძე.

რაც შეეხებაა VI-VIII კლასების ასაკობრივ კატეგოერიას, მათ შორის გამარჯვებული გახდა VII კლასის გუნდი - „ბუები“ შემდეგი შემადგენლობით: მაია ქობულაშვილი (კაპიტანი); ქეთევან ხოხაშვილი; ელენე მირზელაშვილი; მარი აბრამიშვილი; ივანე ხაჭაპურიძე.

ორივე დღეს თამაში მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად, თითოეული გუნდმა და ყველა მონაწილემ მაქსიმალურად იბრძოლა გამარჯვებისათვის.  

პირველ დღეს „ტვინების ბრძოლის“ წამყვანი იყო X ბ კლასის მოსწავლე - ელიზაბედ ალხაზაშვილი, ხოლო კომისიაში იყვნენ და თამაშს მეთვალყურეობდნენ მოსწავლეები X ა და X კლასებიდან. მეორე დღის კი ორივე ასაკობრივი კატეგორია წარმართა XI კლასის მოსწავლემ - ელენე დუგლაძემ, ხოლო კომისია და მეთვალყურეებიც XI კლასის მოსწავლეები იყვნენენ. მადლობა მათ დახმარებისათვის და დაკისრებული მოვალეობის დიდი პასუხსმგებლობით შესრულებისათვის.

Facebook