შეხვედრა ასტროფიზიკოსთან (VI-XI კლასები)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომთა სკოლის ეგიდით,
შეთავაზების ფარგლებში, სკოლას ეწვია თსუ-ს პროფესორი, ასტროფიზიკოსი,
ასტრონომი ბ-ნი შალვა საბაშვილი, რომელმაც ჩაატარა თემატური საუბრები
ასტრონომიის, ჩვენი გალაქტიკის, კოსმოსისა და კოსმიური მოვლენების
შესახებ. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
შეხვედრა ჩატარდა ორ ნაწილად - პირველ ნაწილში ბ-ნი შალვა
შეხვდა VI-VIII კლასების მოსწავლეებს, ხოლო მეორე ნაწილში
კი კოსმიურ მოვლენებზე საუბარი განაგრძო IX-XI
კლასების მოსწავლეებთან.