მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელები ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც მერხერბს შემოუსხდნენ და „ანა-ბანას“ შესწავლას შეუდგნენ, მათ დამსწრე მასწავლებლები და მშობლები განაცვიფრეს ამ ეტაპისათვის მიღებული ცოდნითა და შეძენილი უნარ-ჩვევებით. ეს იყოს შემაჯამებელი საახალწლო ვიქტორინა, რომელზედაც პატარებმა გამოამჟღავნეს მაქსიმალური ცოდნა და შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, მუსიკასა და ხელოვნებაში. კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებლები ეკრანზე პროექტორის საშუალებით წარმოდგენილ სახალისო კითხვებსა და დავალებებს აწვდიდნენ მოსწავლეებს, ისინი კი დიდი მონდომებითა და მაქსიმალური ჩართულობით სცემდნენ პასუხებს. მოსწავლეებმა შეასრულეს ასევე რამდენიმე ჯგუფური სამუშაოც. ე.წ. „მუსიკალური პაუზა“ კი დაეთმო შესწავლილ საახალწლო სიმღერებსა და კარაოკე ცეკვას, რითაც ისინი კიდევ უფრო გახალისდნენ.
ვიქტორინას თვალს ვერ წყვეტდნენ მომღიმარი მშობლები, რომლებმაც დასასრულს გამოხატეს მადლიერება დამრიგებლის, მასწავლებლების, აღმზრდელებისა და სკოლის მიმართ.