VII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით (ქეთი ხოხაშვილი და მაკო ქობულაშვილი), დაიგეგმა და მოეწყო საახალწლო შემეცნებით-გასართობი ღონისძება - კარნავალი, რომელზედაც მოწვეულები იყვნენ ასევე VI და VIII კლასების მოსწავლეებიც. მონაწილეები გაიყვნენ 2 გუნდად და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კარაოკე სიმღერაში, ცეკვაში, ლექსების კითხვაში, წარმოდგენილი ნივთის ამოცნობასა და ინტელექტუალურ კითხვებზე პასუხებში. ეს უკანასკნელი ორივე გუნდისათვის თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო დანარჩენ აქტივობებს კი რა თქმა უნდა, ჰყავდა თავისი გამარჯვებული, რომლებაც ჯილდოდ გადაეცათ შოკოლადის სანტები. ე. წ. „სკამობანას“ შეჯიბრში მოსწავლეების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმაც. ღონისძიებას მუსიკალურ ფონად გასდევდა პოპულარული საახალწლო მელოდიები, რაც კიდევ უფრო ამაღლებულ საახალწლო განწყობას ქმნიდა. საბოლოო ჯამში, ყველა ძალიან კარგად გაერთო და კმაყოფილებას გამოთქვამდა. ღონისძიების შემდეგ ჩვენმა მოსწავლეებმა მოილხინეს ტკბილეულით სავსე საახელწლო სუფრასთან.
დაე, სულ ასე ელხინოთ და ეხაროთ ჩვენს „ივერონელებს“!!!