დედამიწის დღესთან დაკავშირებით, IX კლასის ინიციატივით (საგანი - გეოგრაფია, მასწავლებელი - ე. ბუცხრიკიძე) სკოლაში შეგროვდა მაკულატურა, რომლის ჩაბარებითაც მიღებული თანხით კლასმა შეიძინა 3 რუკა გეოგრაფიისა და ეიტორიისათვის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული ბიბლიოთეკისათვის და 2 ლახტი მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისათვის.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოაწესრიგეს რუკები. კრებული გადასცეს ბიბლიოთეკას, ხოლო ლეხტებით გაახარეს დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ქ-ნმა ელისომ პატარებს მოკლედ აუხსნა მეორადი ქაღალდის გადამუშავებისა და დედამიწის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე.