VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში, მოაწყვეს შეხვედრა სკოლის III, V და VI კლასების მოსწავლეებთან, რომლებთანაც ისაუბრეს დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
თურმე „მსოფლიო დაზოგვის დღე“ 31 ოქტომბერს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში კი ის საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის ინიციატივით, აღინიშნება 2012 წლიდან. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შეხებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ფულს, როგორ უნდა დაზოგონ ის სახლში, ან დააგროვონ ბანკში, რომ შეხაძლებელი გახდეს თავიანთი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს აქვს დაგროვების ყულაბა და აქვს მიზანი, რისთვისაც დაგროვილ თანხას გამოიყენებენ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით საუბრობდნენ ამ თემაზე და გამოავლინეს საკმაო ცოდნა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე VII კლასის მოსწავლეებმა პატარებს სააცნეს საინტერესო ისტორიული ფაქტები („მოგზაურობა ფულის სამყაროში“), თავად პატარებმა კი წაიკითხეს მოთხრობა - „დაგროვების ამბავი“.
აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბში შეიკრეიბნენ ასევე VIII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც „იმოგზაურეს“ ფულის სამყაროში და გაეცვნენ „ფინანსური განათლების სახელმძღვანელოს“. ეს ბროშურები ჩვენს მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა V კლასის მოსწავლის დავით ბექაურის მშობელმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.