სკოლა „ივერონის“ IX კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარმოადგინეს მათ მიერ შედგენილი პოეტური კრებულების ანთოლოგია თემაზე: „ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“ (მასწავლებელი: თინა ჩხეიძე). მოსწავლეებმა კრებულებში თავი მოუყარეს სხვადასხვა თემატიკის ლექსებს. თითოეულ ლექსს თან ერთვოდა ავტორის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და სალექსო სტრუქტურის დახასიათება. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა ნიშნით შეარჩიეს ლექსები თავისი პოეტური კრებულისათვის და წაგვიკითხეს რჩეული და მათთვის საყვარელი ლექსები.
ეს იყო IX კლასთან გატარებული პოეზიის საოცარი 45 წუთი.