2019 წლის 18 მაისს სკოლა „ივერონის“ ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრის მოსწავლეები იმყოფებოდნენ წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარში (წრის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა ჭავჭანიძე), სადაც მათ შეასრულეს სააღდგომო საგალობლები. ტაძრის ულამაზეს ეზოში კი მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები. სკოლის ადმინისტრაცია და ქ-ნი ნანა მადლობას უხდის თანადგომისათვის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ბასილს (ჟორჟოკაშვილი), დეკანოზ გიორგის (კუპატაზე), ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.