2023 წლის 5 მაისს VI-VII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, სადაც პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის საფლავს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „წმინდა ილია“ (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ირმა ალფაიძე). მოსწავლეებმა გაიხსენეს ეპიზოდები ილიას ცხოვრებიდან, ისაუბრეს შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს ლექსები.
დასასრულს აჟღერდა გ. ცაბაძის „ჩემო კარგო ქვეყანა“... მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ილიას საფლავი.
გასვლითი ღონისძიება დასრულდა „ბომბორას“ პარკში გასეირნებითა და ატრაქციონებზე გართობით.
ამ დღეს მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს აღსაზრდელებს.