მიმდინარე წლის 18 ივნისს, სკოლა ,,ივერონის“ X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში, მარშრუტით - თბილისი, ძველი და ახალი შუამთა, ალავერდი, იყალთო, თელავი- ერეკლე მეფის სასახლე, წინანდალი, გრემი, ნეკრესი, თბილისი.
ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა კულტურულ, შემეცნებითი და საგანმანათლებლო უნარების განვითარება. ასევე, ცოდნის გაღრმავება და თვალსაწიერის გაფართოვება.
ექსკურსიამ საოცრად პოზიტიური, მრავლისმომცველი, ემოციური და თბილი შთაბეჭდილებები დატოვა როგორც ბავშვებში, ასევე მშობლებსა და მასწავლებლებში. აქვე, დაიგეგმა შემდეგი საექსკურსიო მარშრუტიც.