ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა (ე. კაციტაძის და ლ. ახალკაცის) ინიციატივით, 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა Xა და Xბ კლასების გასვლითი გაკვეთილი. მათ მოინახულეს მეტეხის ტაძართან მდებარე აბო თბილელის ნიში და მისი სახელობის ტაძარი და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.
მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ თეატრის, კინო, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს.