ღონისძიებები და პროექტები
სკოლა „ივერონში“ საახალწლო განწყობა შემოიტანა „საახალწლო ზღაპარმა“ , რომელიც II კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს (ხელმძღვანელი: ლ. ჯოხაძე (დამრიგებელი), სასც. ხელოვნების მასწ.: მ. თევზაძე).  ბავშვებმა  ზღაპრის პერსონაჟების დახმარებით გადმოგვცეს საახალწლო ტრადიციები. მათ დიდი ინტერესით იმუშავეს და სცენაზე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები.
თემა: „კულინარიული საიდუმლოებები, ანუ ფიზიკა სამზარეულოში“ (ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი: მ. გოგაძე)
სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა - „ჩვენი საგანძური“)  IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით: „საქართველო UNESCO- ს მემკვიდრეობის ნუსხაში“  (მასწავლებელი: ე. ბუცხრიკიძე)

თემა - „სვეტიცხოველი“  (მასწავლებელი: მარიამ დავითაშვილი)

სკოლა “ივერონი“ მდებარეობს დიდ დიღომში, რომელიც ქალაქ მცხეთასთან ძალიან ახლოს არის, ამიტომ არჩევანი სწორედ სვეეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე შეჩერდა. არჩევანი ძეგლის მდებარეობამ განაპირობა და ასევე იმ გარემოებამ, რომ სვეტიცხოველი საქართველოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ტაძარიდან ერთ-ერთია (სვეტიცხოველი, გელათი და ალავერდი)

სვეტიცხოველი - საქართველოს დედა-ტაძარი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა მოღვაწეობის მთავარი ცენტრი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

აქტივობის მიზანი: საკუთარი უნიკალურობის გააზრება და ერთმანეთისთვის გაზიარება. გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენი უნიკალური განსხვავებული თვისებებით ვქმნით ერთიან, მეგობრულსა და ძლიერ გუნდს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „ელფები და შობის სასწაული“.

Facebook