რამდენიმე დღეა, რაც კერძო სკოლა ,,ივერონის" X კლასის მოსწავლე - ანი ჩიჩუა იყოფება ბაქსვუდის საერთაშორისო ბანაკში. მან ეს საგზური ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატების საფუძველზე (ინგლისური ენა - პედ: მაია ფარცხალაძე) მოიპოვა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ფინალისტია XI კლასის მოსწავლე ცოტნე გვასალია (გოეგრაფია, პედ: ელენე ბუცხრიკიძე), რომელიც ბაქსვუდის ბანაკში ივლისის თვეში გაემგზავრება;
ანი და ცოტნე, გილოცავთ ამ გამარჯვებას და გისურვებთ საინტერესო და შინაარსიან დასვენებას.
***********************************************************************
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის, ბაქსვუდის საერთაშორისო ბანაკის საგზურით, გასულ სასწავლო წლებში ასევე დაჯილდოვდნენ „ივერონის“ სხვა მოსწავლეებიც:
მარიამ შენგელია (ქართული ენა და ლიტერატურა, პედ: ეკატერინე კაციტაძე
მიხეილ აბულაძე (ინგლისური ენა - პედ: მაია ფარცხალაძე)
გიორგი ალადაშვილი (ინგლისური ენა - პედ:
მარიამ დარჩაშვილი
ისტორია - თამილა ხუბუა) და სხვები
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები კვლავაც გვასახელებენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებებით