21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!

21.03.2019 წ.

2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.

დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

ამ დღის აღსანიშნავად 21 მარტი შერჩეული იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21-ე ქრომოსომისა, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე კი სიმბოლოა ტრისომიული მოვლენის.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა.

Facebook