2020 წლის 04 მარტს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით - „Lisoformin 3000“ (2%-იანი) - სრულად დამუშავდა სკოლის შენობა: საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, დერეფნები, კედლები, იატაკები, კიბის უჯრედები და მოაჯირები, სველი წერტილები, სამზარეულო და სასადილო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები, საგამოფენო დარბაზი; საკლასო ინვენტარი: მერხები, მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, ფარდები, დაფები, კარის სახელურები, ელექტრო ჩამრთველები.
კვების ბლოკში ყველა ზედაპირისა და ჭურჭლის დამუშავება განხორციელდა „Lisoformin spezial”-ის 2%-იანი სხნარით.
სამუშაოები შეასრულა შესაბამისმა სადეზინფექციო სამსახურმა ექიმი ეპიდემიოლოგისა და დეზინფექციონისტის ქ-ნი მადონა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით.