სკოლის დირექცია სრულად მომზადებული ხვდება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ჩატარდა სკოლის შენობის სრული დეზინფექცია, დამუშავდა საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, დერეფნები, სველი წერტილები, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და ა.შ. სასწავლო პროცესის პარალელურად კი მკაცრად გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. სკოლის დამლაგებლის მიერ ჩატარდება შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.