PIRLS 2021 - წიგნიერების საერთაშორისო კვლევა.

გთავაზობთ ამონარიდს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მასალიდან:

PIRLS-ი ესაა „ ... მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის კითხვის ცოდნის შესაფასებელი საერთაშორისო კვლევა, რომელიც 2001 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. PIRLS 2021 არის მეხუთე კვლევა, რომელიც დაადგენს ბოლო ოცი წლის მანძილზე კითხვის ცოდნაში არსებულ ტენდენციებს. PIRLS 2021-ში მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყანა. საქართველო ერთ-ერთია მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა სკოლების გარკვეული რაოდენობა. 2020-2021 სასწავლო წელს თითოეული სკოლიდან შეირჩა სულ მცირე ერთი მე-4 კლასი. მოსწავლეთა ტესტირება 2020-2021 სასწავლო წელს, გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო ყველა მონაწილე ქვეყანაში, მაგრამ COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო, ქვეყნების ნაწილში მისი ჩატარება 2021 წლის შემოდგმისთვის გადაიდო. მათ შორისაა საქართველოც. შესაბამისად, კვლევაში ჩაერთვებიან 2020-2021 სასწავლო წელს კვლევაში მონაწილე სკოლებიდან შერჩეული კლასების მოსწავლეები, რომლებიც ახლა მე-5 კლასში სწავლობენ. არსებული რეალობის გათვალისწინებით მოხდა წინამდებარე სახელმძღვანელოს ადაპტირებაც”.

ამდენად, სკოლა „ივერონის“ V კლასის მოსწავლეები არიან PIRLS-ის 2021 წლის კვლევის მონაწილენი. კვლევა ჩატარდა 2 ეტაპად  (ძირითადი და დამატებითი) 100%-იანი ჩართულობით. გარდა მოსწავლეებისა, შესაბამისი კითხვარები შეავსეს შერჩეული კლასის მშობლებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  (მ. კუბლაშვილმა) და სკოლის დირექტორმა (მ. დარჩაშვილმა).

Facebook