2022 წელს სკოლა „ივერონს“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „მ.ბ.ჯ. შრომის უსაფრთხოების“ სამსახურთან.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა პერიოდულად განახორციელა შეხვედრები სკოლის პედაგოგ-თანამშრომლებთან და ჩაატარა სწავლება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
განხილული თემები:
1. შრომის უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა;
2. საფრთხეებისა და რისკების სახეები, აღმოჩენა და მართვა;
3. სახანძრო უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმა;
4. ევაკუაცია, ცეცხლმაქრის გამოყენება.
შეხვედრის დასასრულს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს თანამშრომელთა მიერ დასმულ კითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.