პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი: ციალა
გვარი : სოხაძე
მობილურის ნომერი: 557 58 61 99 (591 25 42 86)
რაიონი: ქ. თბილისი
სკოლა: შპს კერძო სკოლა „ივერონი"
საგანი: მათემატიკა
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება: „დაიცავი გარემო".
შესავალი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
პროექტის მნიშვნელობა:
ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ის დააინტერესებს არა მარტო მოსწავლეს, არამედ ყველას — გაიგებენ, რომ გარემოზე ზრუნვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ის უზრუნველყოფს ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობას.
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
გარემოს დაცვა აუცილებელია როგორც ადამიანისთვის, ისე ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
პროექტის განხორციელებისთვის გადავწყვიტე გარკვეულ აქტივობათა დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა მეჩვენებინა მოსწავლეთათვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის გარემოზე ზრუნვა.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ბუნ. დაწყ. (II).1. პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ. დაწყ. (II).2. ორგანიზმებისათვის ზოგიერთი ნიშანთვისებითი მნიშვნელობის შესახ მსჯელობა. ტიპობრივი
ეკოსისტემების დახასიათება და მათში მოქმედი მარტივი კვებითი კავშირების აღწერა.
§ ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების
გზების დასახვა.
§ ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორების შესახებ მსჯელობა
სარეკომენდაციო აქტივობები:
აჩვენებს
მოსწავლეებს სურათებს ან ვიდეო მასალას, ან იყენებს სიტუაციურ
ამოცანას, წარმართავს დისკუსიას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ბუნების
დაცვის შესახებ.
|
აქტივობა |
განმხორციელებელი |
თარიღი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
1) |
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა |
VI კლასი |
15.10.2019 |
|
2) |
მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით |
VI კლასი |
16.10.2019 |
|
3) |
დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების რაციონი |
VI კლასი |
17.10.2019 |
|
4) |
დოკუმენტური ფილმის „გარემოს დაბინძურება" ჩვენება და დისკუსია |
VI კლასი |
18.10.2019 |
|
5) |
პლაკატების შექმნა |
VI კლასი |
24.10.2019 |
|
6) |
პროექტის დახურვა |
VI კლასი |
25.10.2019 |
|
1) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან (VI კლასი)
15 ოქტომბერს შედგა საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დავიწყეთ მუშაობა პროექტზე „დაიცავი გარემო", რომლის მიზანი იყო სუფთა გარემოში ცხოვრების წესის გაცნობიერება.
2) მოსამზადებელი სამუშაოები.
16 ოქტომბერს საკლასო ოთახი მოეწყო სადისკუსიოდ. გამოიკრა საინფორმაციო პლაკატები და სურათები დაბინძურებული გარემოს მავნებლობის შესახებ - ჯანსაღი ცხოვრება სუფთა გარემოს თანმდევია.
3) დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა
17 ოქტომბერს სკოლის დარბაზში მოეწყო VI კლასი მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს VI კლასის მოსწავლეებმაც, სიტყვით გამოვიდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქ-ნი ხათუნა გოცირიძე, რომელმაც ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თან ახლავს გარემოს დაბინძურებას.
4) დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დისკუსია.
18 ოქტომბერს სკოლის დარბაზში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „გარემოს დაბინძურება" (1,52 წთ.). ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
5) პლაკატის შექმნა.
24 ოქტომბერს მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ნახატები და პლაკატები, რაც უკავშირდება გარემოს დაცვას.
6) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია
25 ოქტომბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები და პლაკატები, რაც უკავშირდებოდა გარემოს დაცვას, სუფთა გარემოში სეირნობას. მათ აღნიშნეს, რომ ზრუნვა სუფთა გარემოს შექმნაზე იქნება მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი, და რომ მათ სურთ იცხოვრონ სუფთა გარემოში.
პროექტის რესურსი:
ა) გამოყენებული ლიტერატურა: სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებაში, ინტერნეტ-რესურსი
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი.
გ) ასვე: ფორმატი, ფერადი ფურცლები და ფლომასტერები
პროექტის ამსახველი ფოტოები: