სოციალური პროექტი „დაიცავი გარემო" (IV კლასი)

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი - ლალი
გვარი -  ჯოხაძე
მობილურის ნომერი - 599157014
რაიონი - საბურთალო
სკოლა - კერძო  სკოლა  ,,ივერონი“ 
საგანი -  ბუნებისმეტყველება (დაწყებითი კლასები)



პროექტის   აღწერა
 

პროექტის სახელწოდება - ,, დავიცვათ  გარემო“

 

შესავალი:        

პროექტის  მიზანი:   პროექტი  ორიენტირებულია  სწავლა- სწავლების  მოდელზე.  ეს  მეთოდი  მოსწავლეს  აძლევს  ცოდნას  და  უნარ- ჩვევებს  სიღრმისეული  დავალებების  შესასრულებლად,  რომელიც  მოითხოვს  მოსწავლეებისაგან  აქტიურ  კვლევასა  და  სწავლის  რეალური  შედეგის  ჩვენებას,  შექმნილი  საგაკვეთილო  პროდუქტითა  და აქტივობებით.

 

პროექტის მნიშვნელობა: 

ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო  იქნება   არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის.  მოსწავლეები  დაკვირვების  საფუძველზე   აღწერენ  ლოკალურ  გარემოს,  სწავლობენ  სუფთა  და  დანაგვიანებული  გარემოს  გარჩევას.  გამოთქვამენ  თავიანთ  მოსაზრებებს,  მსჯელობენ  იმ  საფრთხეებზე, თუ  როგორ  შეიძლება  ავიცილოთ  თავიდან  გარემოს  დაბინძურება.

 

პროექტის აღწერა და განხორციელება

                         პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა. მოსწავლეები გაეცნენ პროექტის იდეებს. დავსახეთ  გარკვეული აქტივობები,  რომელიც დამეხმარება   მოსწავლეებს   პრობლემის  გადაჭრაში,  გააცნობიერებენ  გარემოს  დანაგვიანებით  გამოწვეულ  საფრთხეს  და  გამოუმუშავდებათ  მზრუნველი  დამოკიდებულება  გარემოსადმი.

 

 

მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

ბუნ.დაწყ.(I). 1.  მოსწავლემ უნდა  შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილება და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევები დემონსტრირება;

ბუნ. დაწყ.(I). 2 ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათებაძირითადი ნიშანთვისებების მიხედვით;

ორგანიზმების დაჯგუფება. ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;

ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.

ს.გ.ხელ.IV. 1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.

ს.გ.ხელ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.

ს.გ.ხელ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლა­სე­ლებ­თან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.

   

N

აქტივობა

განმხორციელებელი

    თარიღი

შენიშვნა

1

შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში, იდეების გაცნობა.

მე-4  კლასი

01. 10 .19

 

2

საინიციატივო ჯგუფის დაკომპლექტება

მე-4 კლასი

03. 10 .19

 

3

 დისკუსია-რა ზიანი მოაქვს  გარემოს  დაბინძურებას

მე-4 კლასი

04. 10 .19

 

4

ექსკურსია სკოლის  ამწვანებულ გარემოში

მე-4 კლასი

07. 10 .19

 

5

ჯგუფური მუშაობა

მე-4 კლასი

09. 10 .19

 

6

ჭუჭყიანი და სუფთა გარემოს ხატვა

მე-4 კლასი

10. 10 .19

 

7

პროექტის დახურვა

მე-4 კლასი

11. 10. 19

 

 

 

 

       

1)   01 ოქტომბერს  გაიმართა საიფორმაციო  შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.  მათი მოსაზრებების გ ათვალისწინებით  დავიწყეთ  მუშაობა  პროექტზე- ,,დავიცვათ  გარემო“  რომლის  მიზანი  იყომოსწავლეებმა  ისწავლონგარემოს  დაცვა და ამის  საფუძველზე  მათ  ძირითადი  პრობლემის  გადასაჭრელად  თანამშრომლობა  თანატოლებთან  და  უფროსებთან.  გააცნობიერონ  გარემოს  დანაგვიანებით  გამოწვეული  საფრთხე  და  გამოუმუშავდეთ  მზრუნველი  დამოკიდებულება  გარემოსადმი.

 

 

2) 03  ოქტომბერს  საკლასო  ოთახი  მოვაწყვეთ  სადისკუსიოთ.  დაკომპლექტდა საინიციატივო  ჯგუფი.  ვისაუბრეთ  რა  ზიანი  მოაქვს  გარემოს  დანაგვიანებას  ადმიანებისათვის,  ცხოველებისათვის.  როგორ  იქექება  ცხოველი  ნაგავში.  გამოთქვეს  ვარაუდები  დააკეთეს  ჩანაწერები.

 

2) 03  ოქტომბერს  საკლასო  ოთახი  მოვაწყვეთ  სადისკუსიოთ.  დაკომპლექტდა საინიციატივო  ჯგუფი.  ვისაუბრეთ  რა  ზიანი  მოაქვს  გარემოს  დანაგვიანებას  ადმიანებისათვის,  ცხოველებისათვის.  როგორ  იქექება  ცხოველი  ნაგავში.  გამოთქვეს  ვარაუდები  დააკეთეს  ჩანაწერები.

 

3) 04  ოქტომბერს   მოვაწყვეთ  ექსკურსია  სკოლის  გამწვანებულ  გარემოში.    ვისაუბრეთ  არის  თუ  არა  გარემოს  დანაგვიანება  საყოველთაო პრობლემა.  როცა  დავბრუნდით  საკლასო  ოთახში  მოსწავლეებმა  გააკეთეს  ჩანახატი  სუფთა  და  დანაგვიანებული  გარემო.

 

4) 07  ოქტომბერს -  დავსვით  კითხვა:  როგორ  დავიცვათ  გარემო  დანაგვიანებისგან?  მოსწავლეებს განვუმარტე,  რომ  გარემოს  დაცვის  ერთ-ერთი  ხერხია   მისი  დასუფთავება,  ადამიანებისათვის  ინფორმაციის  მიწოდება  და  გამაფრთხილებელი  პლაკატების  გაკვრით.

 

5) 09  ოქტომბერს  -  მოსწავლეები  შეხვდნენ  ბაღის  ბავშვებს,  დაურიგეს  კანფეტები  და  ტკბილეული.  სთხოვეს  შეეჭამათ და  დააკვირდნენ  სად  დაყრიდნენ  ნარჩენებს.  გამართეს  დისკუსია  ბავშვებთან  და  ასწავლეს  როგორ  უნდა  მოქცეულიყვნენ,  რომ  გარემო  არ  დაენაგვიანებინათ.

 

6)  10 ოქტომბერს - მოსწავლეებმა  გამოთქვეს  სურვილი  სკოლის  ეზოს  დასუფთავებაზე.  ხელთათმანების  გამოყენებით  დაასუფთავეს  სკოლის  გარემო.  ნაგავი  მოათავსეს  ნაგვის  ურვაში,  თან  იმსჯელეს  რატომ  გამოიყენეს  ხელთათმანები. წინა  გაკვეთილზე  შექმნილი  პლაკატები  კი  გააკრეს  საკლასო  ოთახში,  დერეფანში  და სკოლის  ეზოში. ამ  ფორმით  მათ  შეძლეს  თანატოლებისათვის  გაეცნოთ  თუ  როგორ  უნდა  დაიცვან  გარემო.

 

7) 11 ოქტომბერს  შევაჯამეთ  მიღებული  ცოდნა  და  გამოცდილება. კიდევ  ერთხელ  განვუმარტე,  რომ  ადამიანის  საქმიანობა  იწვწვს  გარემოს  დანაგვიანებას.  ზოგ  შემთხვევაში  ბინძურდება  წყალი,  ზოგჯერ  ნიადაგი,  სხვა  შემთხვევაში  ჰაერიც.  შეფასდა  მათი  წინარე  ცოდნა,  თანამშრომლობის  და შემოქმედებითი  უნარები.    

 

                     პროექტის რესურსები:

 

             ა) გამოყენებული ლიტერატურა: სასკოლო სახელმძღვანელო

 

             ბ) ტექნიკა: კომპიუტერი , პროექტორი. ინტერნეტ-რესურსი

 

პროექტის ამსახველი ფოტოები: