სოციალური პროექტი ,,ჩვენ - მრავალფეროვან სამყაროსთან’’ (IV კლასი)

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:

სახელი - ლალი

გვარი -  ჯოხაძე

მობილურის ნომერი - 599 15 70 14

რაიონი - ვაკე-საბურთალო

სკოლა - შპს კერძო  სკოლა  ,,ივერონი“

საგანი -  მე  და  საზოგადოება (დაწყებითი კლასები)

 

                                                                                            პროექტის   აღწერა

 

 

პროექტის სახელწოდება - ,, ვენ - მრავალფეროვან   სამყაროსთა

 

         შესავალი: პროექტის მიზანი: ქალაქში, სოფელში, თემში  ქართველი  და   არაქართველი  მოსწავლეების, ახალგაზრდების დაახლოვება, რათა

         მათ გამოიმუშაონ ერთმანეთის  მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება და ემფატიის  გრძნობა.

 

პროექტის მნიშვნელობა:  ჩვენი პროექტი მნივნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო  იქნება   არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის.  პროექტი იქნება სიცოცხლის უნარიანი. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები  მჭიდროდ დამეგობრდებიან,  ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას  და ერთმანეთის მიმართ  იქნებიან ტოლერანტულები.  გაეცნობიან ერთანეთის ტრადიციებს.

 

პროექტის აღწერა და განხორციელება

                   პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.

                    მოსწავლეები გაეცვნენ პროექტის იდეებს. დავსახეთ  გარკვეული აქტივობები,  რომლებიც დამეხმარა რათა მოსწავლეებს  გაეცნოთ  სხვადასხვა  ერების კულტურა,  მათი  ცხოვრება.  ბიბლიოთეკაში ჩატარდა პრეზენტაცია:  ,,ეთნოსი  და  მათი  ტრადიციები“.  მოეწყო  ნაციონალური ნახატების გამოფენა,  დააგემოვნეს  სხვადასხვა  ხალხების  ნაციონალური  სამზარეულო.  შესრულდა,  ცეკვები,  სიმღერები.

 

 

       მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

       საზ. მეც.დაწყ.(1). 1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;

       საზ. მეც.დაწყ.(1). 2. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;

        საზ. მეც.დაწყ.(1). 3. ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად

                                        მოქმედება;

საზ. მეც.დაწყ.(1). 5. მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.

საზ. მეც.დაწყ.(1). 6. საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება; რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა;

საზ. მეც.დაწყ.(1).10.  ღირებულებების (მაგ. ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, ქვეყნის კულტურული

                                          მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება) რეალურ სიტუაციებთან დაკავშირება;

საზ. მეც.დაწყ.(1). 13. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება;

 

 

აქტივობა

განმხორციელებელი

    დრო

შენიშვნა

 

 

 

 

შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში, იდეების გაცნობა.

მე-4  კლასი

21. 10. 2019

 

საინიციატივო ჯგუფის დაკომპლექტება

მე-4 კლასი

24. 10. 2019

 

ნაციონალური კულტურის წარმოჩენა

მე-4 კლასი

25. 10. 2019

 

ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება

მე-4 კლასი

28. 10. 2019

 

ნაციონალური სიმღერები და ცეკვები

მე-4 კლასი

29. 10. 2019

 

ასფალტზე ხატვა

მე-4 კლასი

30. 10. 2019

 

პროექტის დახურვა

მე-4 კლასი

31. 10. 2019

 

 

 

    1)    21 ოქტომბერს  გაიმართა საიფორმაციო  შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.  მათი მოსაზრებების გ ათვალისწინებით  დავიწყეთ  მუშაობა  პროექტზე  ,, ჩვენ - მრავალფეროვან  სამყაროში“,  რომლის  მიზანი  იყო  სხვადასხვა  ქვეყნის ხალხების  დაახლოვება.

2)  24 ოქტომბერს  საკლასო  ოთახი  მოვაწყვეთ  სადისკუსიოთ.  დაკომპლექტდა საინიციატივო  ჯგუფი.

 

3) 25 ოქტომბერს  სკოლის  სცენაზე  მოვაწყვეთ  სხვადასხვა  ქვეყნის  სამოსის  ჩვენება რომელზედაც  მოვიწვიეთ  მშობლები და  სხვა  კლასის  მოსწავლეები.

 

4) 28 ოქტომბერს  სკოლის ბუფეტში მოვაწყვეთ ნაციონალური  კერძების  დაგემოვნება,  რაშიც  დაგვეხმარნენ სკოლის  მზარეულები.

5) 29 ოქტომბერს  მუსიკის მასწავლებელმა  მოგვასმენინა  მსოფლიოს  ხალხთა სიმღერები და  კომპიუტერის  საშუალებით  ვნახეთ  ცეკვები.

 

6) 30 ოქტომბერს  სკოლის  ეზოში  მოვაწყვეთ  ასფალტზე  ხატვა  ხელოვნების  მასწავლებელთან  ერთად,  სადაც  შესრულდა  მეგობრობის  ნიშნად  სიმბოლოებით  სახის  მოხატვა.

 

7) 31 ოქტომბერს  გაიმართა  პროექტის  შეჯამება.  მოვიწვიეთ  მშობლები,  სადაც  მოსწავლეებმა  ისაუბრეს  მეგობრობაზე.  გამოითქვა  სურვილი  მსგავსი  პროექტების  ჩატარებისა.

 

                     პროექტის რესურსები:

 

             ა) გამოყენებული ლიტერატურა: სკოლის სახელმძღვანელო, ინტერნეტრესურსი

 

             ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.

 

 

 

 

პროექტის ამსახველი ფოტოები: