სოციალური პროექტი „ოჯახი და ტრადიციები" (IV კლასი)

   პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის
 საკონტაქტო
 ინფორმაცია:

    სახელი - ლალი

    გვარი -  ჯოხაძე

    მობილურის ნომერი - 599157014

    რაიონი - ვაკე-საბურთალო

    სკოლა - კერძო  სკოლა  ,,ივერონი““

    საგანი -  მე  და  საზოგადოება
  (დაწყებითი კლასები)

                                                                                          
  პროექტის   აღწერა
 

 

პროექტის სახელწოდება - ,,ოჯახი  და  ტრადიციები“

 

შესავალი:        პროექტის  მიზანი:   პროექტი  ორიეტირებულია  სწავლა- სწავლების  მოდელზე.  ეს  მეთოდი  მოსწავლეს  აძლევს  ცოდნას  და  უნარ- ჩვევებს  სიღრმისეული  დავალებების  შესარულებლად,  რომელიც  მოითხოვს  მოსწავლეებისაგან  აქტიურ  კვლევასა  და  სწავლის  რეალური  შედეგის  ჩვენებას,  შექმნილი  საგაკვეთილო  პროდუქტითა  და აქტივობებით.

 

პროექტის მნიშვნელობა:

 ჩვენი პროექტი მნივნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო  იქნება,  რადგან  მოსწავლეები  გაიგებენ  თუ  რა  არის  ოჯახი   და  ოჯახის  ტრადიცია.     რა  მნიშვნელობა  აქვს  მის  ცოდნას. 

                             სამოქალაქო  განათლების  ახალი  საგნის  ,,მე  და  საზოგადოება“  მიმართულებით  განიხილება  თემა:  ოჯახური  ტრადიციები.  თემის  შესწავლისას  ინტერესი  იმდენათ  დიდი  იყო,  საჭიროდ  ჩავთვალე  დაწყებით  კლასებში  მემუშავა  ამომწურავად.  ეს  ხელს  შეუწყობს  იტერკულტურული  განათლების  ამაღლებას,  მოსწავლეებს  შორის  ემფატიის  განვითარებას.

 

პროექტის აღწერა და განხორციელება:

                         პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა,პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა. მოსწავლეები გაეცნენ პროექტის იდეებს. დავსახეთ  გარკვეული აქტივობები,  რომელიც დაეხმარება   მოსწავლეებს გაეცნონ  ოჯახურ  ტრადიციებს. ამ  დროს  ისინი  ეცნობიან  ერთმანეთის  ოჯახის  წევრებს,  მათ  ტრადიციებს.  კლასში  მოვაწყვეთ  დისკუსია,  მათ  ისაუბრეს  თავიანთი  ოჯახის  ტრადიციების  შესახებ.

 

 

მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

საზ. მეც.დაწყ.(1). 1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;

საზ. მეც.დაწყ.(1). 2. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;

საზ. მეც.დაწყ.(1). 3. ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება;

საზ. მეც.დაწყ.(1). 5. მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.

საზ. მეც.დაწყ.(1). 6. საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება; რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა;

საზ. მეც.დაწყ.(1).10.  ღირებულებების (მაგ. ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება) რეალურ სიტუაციებთან დაკავშირება;

საზ. მეც.დაწყ.(1). 13. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება,

ისტ. ტექ. დაწყ.(1). 3. მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  სხვადასხცვა  სახის  ციფრული  საშუალებების  შერჩევა  და  გამოყენება  ინფორმაციის მოძიების  და  კვლევის  პროცესში.

l  მოსწავლე  იყენებს  ისტ-ს კვლევის  პროცესში.

l  ინფორმაციის  მოძიებისას  ეფექტიანად  იყენებს  გავრცელებულ  საძიებო  სისტემებს.

l მოპოვებული  ინფორმაციის  სანდოობისთვის  იყენებს  რამდენიმე  წყაროს,  მსჯელობს თითოეული  მათგანის  სანდოობაზე.

 

აქტივობა

განმხორციელებელი

დრო

შენიშვნა

 

 

 

 

შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში, იდეების გაცნობა.

მე-4  კლასი

01. 11. 2019

 

საინიციატივო ჯგუფის დაკომპლექტება

მე-4 კლასი

04. 11. 2019

 

 კვლევა-საჭირო  ინფორმაციის შეგროვება

მე-4 კლასი

06. 11. 2019

 

დისკუსია-რომელი ოჯახის ტრადიცია  მოგწონთ

მე-4 კლასი

08. 11. 2019

 

ჯგუფური მუშაობა

მე-4 კლასი

11. 11. 2019

 

წარსგენა-პროექტის ,,ოჯახური  ტრადიცია“

მე-4 კლასი

13. 11. 2019

 

პროექტის დახურვა. ნამუშევრების გამოფენა

მე-4 კლასი

20. 11. 2019

 

 

1) 01  ნოემბერს   გაიმართა საიფორმაციო  შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.  მათი მოსაზრებების გ ათვალისწინებით  დავიწყეთ  მუშაობა  პროექტზე- ,,ოჯახი  და  ტრადიციები“  რომლის  მიზანი  იყო  მოსწავლეებმა  ისწავლონ  ძველი  ტრადიციები და  მისი  დაცვა.

 

2) 04  ნოემბერს   საკლასო  ოთახი  მოვაწყვეთ  სადისკუსიოთ.  დაკომპლექტდა საინიციატივო  ჯგუფი.  ვისაუბრეთ რა  არის  ტრადიციები.  როგორ  უდა  მოვიძიოთ  ინფორმაცია.

 

3) 06 ნოემბერს  მოსწავლეები  შეიკრიბნენ  სკოლის  ბიბლიოთეკაში  შეეცადნენ მოეძიათ  მასალები.  გამიოყენეს  კომპიუტერი.  გარდა  თავიანთი  ოჯახებისა  ისინი  ესაუბრნენ  მასწავლებლებსაც  ქართული  ტრადიციების  შესახებ.   ბავშვებმა  გაიხსენეს  თავიანთი  წინაპრები.  ბევრმა  მათგანმა  არ იცოდა.  ამის  შემდეგ  ჩავრთეთ  მშობლები,   შევქმენით  და  განვიხილეთ  საგვარეულო  ხე.

 

4) 08 ნოემბერს  მოვაწყვეთ  დისკუსია.  თითქმის   კლასის  ყველა  მოსწავლემ  ისაუბრა  თუ  რა  ტრადიციის  მატარებელი  იყო  მისი  ოჯახი. ამის  შემდეგ  გაჩნდა  კითხვა  - მოსწონდათ  თუ  არა  ეს  ტრადიციები  რაზეც  იმსჯელეს, მათ  გამოთქვეს  თავიანთი  მოსაზრებები.

 

5) 11 ნოემბერს  მოეწყო  ჯგუფური  მუშაობა  ხელოვნების    მასწავლებელთან  ერთად.  ბავშვებმა  შეასრულეს  ჩანახატები.  ამი  შემდეგ  გავიხსენეთ  კარზე  მომდგარი  ახლი  წელი  და  ვისაუბრეტ  როგორ  აღნიშნავენ  ახალ  წელს  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში.

 

6)  13 ნოემბერს  გაიმართა  პროექტის  პრეზენტაცია- შეჯამება.  მოსწავლეებმა  კიდევ  ერთხელ  ისაუბრეს  რა  არის  ოჯახი,  ოჯახური  ტრადიცია.  ისინი ძალიან  კმაყოფილები  დარჩნენ  და  აღნიშნეს,  რომ  ეს  ტრადიციები  აუცილებლად  უნდა  გადაეცეს  თაობიდან  თაობას.

 

7) 20 ნოემბერს  საკლასო  ოთახში  მოეწყო  მათი  ნახატების  გამოფენა  

 

                     პროექტის რესურსები:

 

             ა) გამოყენებული ლიტერატურა: სასკოლო სახელმძღვანელო,

             ბ) ტექნიკა: კომპიუტერი , პროექტორი, ინტერნეტ-რესურსი
 

პროექტის ამსახველი ფოტოები: