პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი : მარეხი
გვარი : კორსაველი
მობილურის ნომერი: 599298862
რაიონი: ვაკე-საბურთალო
სკოლა: შპს კერძო სკოლა "ივერონი"
საგანი: რუსული ენა (III კლასი)
პროექტის
აღწერილობა
პროექტის სახელწოდება: "დაიცავი გარემო".
შესავალი: „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია".
პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გამო, რომ დააინტერესებს არა მარტო მოსწავლეს, არამედ ყველას — გაიგებენ, რომ გარემოზე ზრუნვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ის უზრუნველყოფს ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობას.
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
გარემოს დაცვა აუცილებელია როგორც ადამიანისთვის, ისე ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
პროექტის განხორციელებისთვის გადავწყვიტე გარკვეულ აქტივობათა დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა მეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის გარემოზე ზრუნვა.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.დაწყ.(I).2.
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;
ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
მიმართულება: დედამიწა და გარე სამყარო
ბუნ.დაწყ.(I).4.
ლოკალურ გარემოში ორიენტირება;
ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა;
სარეკომენდაციო აქტივობები:
აჩვენებს მოსწავლეებს სურათებს ან ვიდეო მასალას ან იყენებს სიტუაციურ ამოცანას და წარმართავს დისკუსიას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ბუნების დაცვის შესახებ.
ფ.ა. აქტიურად მონაწილეობს დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში .
|
აქტივობა |
განმხორციელებელი |
თარიღი |
შენიშვნა |
1 |
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა |
III კლასი |
23.09.2019 |
|
2 |
მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით |
III კლასი |
24.09.2019 |
|
3 |
დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების რაციონი |
III კლასი |
26.09.2019 |
|
4 |
დოკუმენტური ფილმის "გარემოს დაბინძურება" ჩვენება და დისკუსია |
III კლასი |
01.10.2019 |
|
5 |
პლაკატების შექმნა |
III კლასი |
02.10.2019 |
|
6 |
პროექტის დახურვა |
III კლასი |
03.10.2019 |
|
1) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან ( lll კლასი)
23 სექტემბერს გაიმართა გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დავიწყეთ მუშაობა პროექტზე "დაიცავი გარემო", რომლის მიზანი იყო სუფთა გარემოში ცხოვრების წესის გაცნობიერება.
2) მოსამზადებელი სამუშაოები.
24 სექტემბერს საკლასო ოთახში მოეწყო სადისკუსიოდ. გამოიკრა საინფორმაციო პლაკატები და სურათები. დაბინძურებული გარემოს მავნებლობის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრება სუფთა გარემოს თანამდევია.
3) დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა
26 სექტემბერს სკოლის დარბაზში მოეწყო III კლასის მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო III კლასის მოსწავლეებმა. შეხვედრაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქ-ნი მაია გოგრიჭიანი, რომელმაც ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თან ახლავს გარემოს დაბინძურებას.
4) დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დისკუსია.
01
ნოემბერს
სკოლის დარბაზში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი "გარემოს
დაბინძურება" (1,52 წთ.). ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა
დისკუსია.
5) პლაკატის შექმნა.
02
ნოემბერს
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ნახატები და
პლაკატები, რაც უკავშირდება გარემოს დაცვას.
6) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია
03
ნოემბერს
გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს
საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები და პლაკატები, რაც უკავშირდებოდა
გარემოს დაცვას, სუფთა გარემოში სეირნობას. მათ აღნიშნეს, რომ ზრუნვა
სუფთა გარემოს შექმნაზე იქნება მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი, და
რომ მათ სურთ იცხოვრონ სუფთა გარემოში.
პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული ლიტერატურა: სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებაში, ინტერნეტრესურსი
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის ამსახველი ფოტო მასალა: