პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი: მარეხი
გვარი : კორსაველი
მობილურის ნომერი: 599298862
რაიონი: ქ. თბილისი
სკოლა: შპს კერძო სკოლა „ივერონი“
საგანი: რუსული ენა (III
კლ)
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება: „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი".
შესავალი: „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს".
პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გამო, რომ იგი დააინტერესებს არა მარტო მოსწავლეს, არამედ ყველას — გაიგებენ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია. კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციათა განხორციელებას. ადამიანმა საკვებიდან უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები. ყველაფერი ეს უნდა იყოს საკმარისი და არა გადაჭარბებული. პოპულარული რომ გახდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი კვების რაციონს, არასწორი კვება კი საფრთხეს უქმნის ორგანიზმს. სწორი რაციონის გარდა, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სპორტული გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
ჯანსაღი კვება აუცილებელია ზრდა/განვითარებისთვის. მოზარდს არა აქვს სათანადო ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები მათი ორგანიზმისათვის. მათ უმეტესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც ზიანის მომტანი შიძლება იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.
პროექტის განხორციელებისთვის გადავწყვიტე გარკვეულ აქტივობათა დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა მეჩვენებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და სპორტი მათ ჯანმრთელობისთვის.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.დაწყ.(I).2.
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;
ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.დაწყ.(I).4.
ლოკალურ გარემოში ორიენტირება;
ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა;
ფ.ა.დაწყ.(I).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.
ფ.ა.დაწყ.(I).3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.
ფ.ა.დაწყ.(I).4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.
ფ.ა.დაწყ.(I).2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.
ფ.ა.დაწყ.(I).5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკური აქტივობის დაკავშირება სხეულის მდგომარეობასთან.
|
აქტივობა |
განმხორციელებელი |
თარიღი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
1 |
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა |
III კლასი |
28 ოქტომბერი |
|
2 |
მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით |
III კლასი |
29 ოქტომბერი |
|
3 |
დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების რაციონი |
III კლასი |
31 ოქტომბერი |
|
4 |
ლექცია: სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში |
III კლასი |
4 ნოემბერი |
|
5 |
შეხვედრა პედიატრთან — პედიატრის რეკომენდაცია ჯანსაღი კვების შესაღებ; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია |
III კლასი |
6 ნოემბერი |
|
6 |
დღის რეჟიმის შედგენა |
III კლასი |
7 ნოემბერი |
|
7 |
პროექტის დახურვა |
III კლასი |
8 ნოემბერი |
|
1) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან
2) 28 ოქტომბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დავიწყეთ მუშაობა პროექტზე „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი", რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება.
2) მოსამზადებელი სამუშაოები.
29 ოქტომბერს საკლასო ოთახში მოეწყო სადისკუსიოდ ლექციისათვის.
გამოვაკარით საინფორმაციო პლაკატები და სურათები: სპორტის სხვადასხვა
სახეობის შესახებ; კვების პირამიდის ამსახავი ფოტომასალა; არაჯანსაღი
კვების მავნებლობის შესახებ. მოეწყო სპორტული
დარბაზი
სხვადასხვა აქტივობების / ვარჯიშების ჩასატარებლად.
3) დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა (თემა: ჩემი შვილის კვების რაციონი).
31 ოქტომბერს მოეწყო მესამე კლასის მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს შვილების რაციონზე. არასწორმა კვებამ რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიღოს ორგანიზმში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მესამე კლასის მოსწავლეებმა. შეხვედრაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქ-ნი დალი ჯამასპიშვილი, რომელმაც ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თან ახლავს ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას (სწრაფი კვების ობიექტები).
4) ლექცია თემაზე: „სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში".
4 ნოემბერს გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობდა მესამე კლასის მოსწავლეები, ასევე სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი. თემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა სპორტის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა როსტიაშვილმა.
ლექციის დასრულების შემდეგ მესამე კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს ზ. გ. ვარჯიშები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები და მოძრავი თამაშები.
5) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
6 ნოემბერს შევხვდით ჩვენი სკოლის პედიატრს ქ-ნ ნაზი გოგორიშვილს, რომელიც ესაუბრა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს — თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტს და ჯანსაღ კვებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში. მისცა რეკომენდაციები კერძოდ: როგორ გავასუფთაოთ ოთახი:
*გავანიავოთ ოთახი
*ჩავატაროთ სველი წმენდა
რატომ არის საჭირო კვება: „ხე ძლიერია თავისი ფესვებით, ადამიანი — საკვებით"
*რომ ვიცოცხლოთ
*რომ ვიყო ჯანმრთელი და მხიარული
6) დღის რეჟიმის შედგენა
7 ნოემბერს მოეწყო შეკრება თემის „შევადგინოთ დღის რეჟიმი"
განსახორციელებლად. დღის რეჟიმი — ეს არის ჩვენი საქმიანობის წესრიგი
მთელი დღის განმავლობაში.
დღის რეჟიმი
• გაღვიძება
• დილის ვარჯიში
• პირადი ჰიგიენა
• საუზმე
• სკოლაში მეცადინეობა
• სადილი
• გაკვეთილის მომზადება
• ვახშამი
• სუფთა ჰაერზე გასეირნება/გართობა
• ძილი
7) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია
8 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული დღის რეჟიმი: სურათები ბოსტნეულით და ხილით. ვესტუმრეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს მომავალ სასწავლო წელსაც.
ჯანსაღი ცხოვრების წესი — ეს არის სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, თბილი ოჯახური გარემო და მშვიდი სულიერი ცხოვრება.
პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული ლიტერატურა: ინტერნეტრესურსი
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის ამსახველი ფოტო დოკუმენტაცია: