შეფასების პრინციპი

14.   მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა

 

14.1შეფასების მიზანები, პრინციპები და ამოცანები

 

1.      მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

2.      მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.

3.      მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

 

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის (დეკლარატიულის, პროცედურულის, პირობისეულის) ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

 

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

 

14.2.           მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

 

შპს კერძო სკოლა „ივერონი“ იყენებს შეფასების ხუთდონიან და ათქულიან სისტემას. 10 ყველაზე მაღალი  ნიშანია, 1 კი ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.

 

 

ქულები

შეფასების დონეები

10

მაღალი

9

8

საშუალოზე მაღალი

7

6

საშუალო

5

4

საშუალოზე დაბალი

3

2

დაბალი

1

 

 

 

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

 

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს  საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების   უნარს;  

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

 

14.3.  შეფასების  პრინციპები საფეხურების მიხედვით

 

საფეხურები

                    შეფასება

დაწყეითი

ა) I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა წერს მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

ბ)კლასის დამრიგებელი, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა წერს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

გ)Vკლასის მეორე სემესტრსა და VIკლასში გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10., ხოლო სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნში-,,ფიზიკური აღზრდა“-ჩათვლის სისტემა-ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა

საბაზო

VII-IX  კლასებში, გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10. სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნში-,,ფიზიკური აღზრდა და სპორტი“-ჩათვლის სისტემა  ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა

საშუალო

X-XII კლასებში -განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10.სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნში-,,ფიზიკური აღზრდა და სპორტი“,საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

 

 

13.   4.  მოსწავლის შეფასების კომპონენტები

 

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები  ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

 

1.      საშინაო დავალება

2.      საკლასო  დავალება

3.       შემაჯამებელი დავალება

 

 

 

1.      სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენება ნებისმიერ კომპონენტში.

2.      სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).

ყველა აღნიშნულ  კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

 

 

I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი

V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი

საბაზო-საშუალო საფეხურები

მიმდინარე საშინაო დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

მიმდინარე საკლასო დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

შემაჯამებელი დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

 

საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.

საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის სასურველი, როცა  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის   საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს სხვადასხვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი 7  სახით თან ერთვის თითოეული მასწავლებლის მიერ შემუშავებული შეფასების რუბრიკები.

 

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის  (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)  შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას  მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). წლის განმავლობაში ყველა კლასში განსაზღვრულია ორი კომპლექსური დავალების ჩატარება.

 

3.    ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, V კლასის მეორე სემესტრის, VI კლასის და საბაზო-საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის განსაზღვრულია სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.

მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);

 

14. 5.   შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს  კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი  დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი  შემაჯამებელი  დავალება, რომელიც  შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სკოლაში დაბრუნებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.

მობილობის შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალების აღდგენა ხდება სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა ხორციელდება იმავე, იდენტური ტიპის დავალებით. კერძოდ,  აღდგენილი შემაჯამებელი დავალება უნდა ჩატარდეს იმავე თემაზე, იმავე ფორმატით მხოლოდ განსხვავებული ვარიანტით.

4.    თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.

 

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი 8  სახით თან ერთვის შემაჯამებელი დავალებების      რაოდენობა კლასების მიხედვით.

 

 

 

14.   6.  განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები და გაანგარიშების წესები

 

სკოლას, ესგ-ს მუხლი 32. პუნქტი 3-ის   შესაბამისად არჩეული აქვს შეფასების ა) ვარიანტი. კერძოდ,  მოსწავლე ფასდება: I – მიმდინარე საკლასო დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საშინაო დავალებაში (VII-XII კლასები) და შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები) მიღებული შეფასებებით;

 

 

ქულათა სახეობები

               გაანგარიშების წესი

საგნის სემესტრული ქულა

სემესტრის განმავლობაში, საგანში მიღებული შეფასება.

მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე; მიღებული ქულა უნდა დამრგვალდე მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

საგნის წლიური ქულა

სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.

საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;

საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.,  7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);

საგნის წლიური გამოცდის არსებობის შემთხვევაში, ამ საგნის წლიური ქულა გამოითვლება, სემესტრული ქულების და საგნის გამოცდის ქულის ჯამი გაიყოფა სამზე.

თუ მოსწავლეს, სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო,  მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, სკოლა ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე  ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე.

მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლაში გადმოსვლის გამო, სემესტრში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა.

საფეხურის საერთო ქულა

საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა.

საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე). საფეხურის ქულის გამოთვლისას, დამატებითი სავალდებულო საგნის შეფასება არ იანგარიშება

 

14.7. კლასისა და საფეხურის დაძლევა

 

კლასი/საფეხური

                 დაძლევის წესი

 კლასი

ლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში.

დაწყებითი საფეხური

დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

საბაზო საფეხური

საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

საშუალი საფეხური

საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

 

14. 8.  გამოცდის ტიპები

 

გამოცდის ტიპები

განხორციელების პირობები

სემესტრული გამოცდა;

სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში - მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში - სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

სკოლამ უზრუნველყოფს  სემესტრული გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებას.

საშემოდგომო გამოცდა

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე  ნაკლები, სკოლა მოსწავლეს დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.

საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი:

საშემოდგომო გამოცდა ტარდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 კვირით ადრე.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა საშემოდგომო გამოცდის კომისია ამტკიცებს საშემოდგომო გამოცდის შედეგებს და წარადგენს სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა უწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნათ აღნიშნული ტიპის გამოცდა. გამოცდის ფორმა და საგამოცდო საგნების კონკრეტული ვადები მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით;

 მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა გახდება საგნის წლიური ქულა).

 

ექსტერნატის გამოცდა

ექსტერნატის გამოცდით  ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.

ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც გავრცელდა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30%-ზე მეტის გაცდენის გამო ჩასაბარებელი ექსტერნის გამოცდა.

წლიური გამოცდა

2021-2022 სასწავლო წელს არ არის გათვალისწინებული

 

 

14.9   მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

 

 

1.მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

2.მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

3.პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის გამოცდა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

4. აღნიშნული მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით

 

14.10  გაცდენები

 

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ელექტრონულ ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

3. კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

4. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო,  სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

 

 

14. 11. შინსწავლება

სკოლა ვალდებულია შინსწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;

სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).

მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ  ერთი გაკვეთილის ჩატარებას.

მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას.

მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.

 

*************

14.08.2016