უცხოური ენების კლუბი - გერმანული ენა

უცხოური ენების მოყვარულთა კლუბი - გერმანული ენა უცხოური ენების კლუბის ფარგლებში, გერმანული ენის მოყვარული მოსწავლეები (VIII, IX, X, XI კლ) გასვლითი აქტივობით იმყოფებოდნენ მცხეთაში (ხელმძღვანელი: ქ. ჩიქოვანი), რომლის მიზანიც იყო უცხოელი ტურისტისათვის გერმანულ ენაზე გაეწიათ გიდობა და გაეცნოთ ძველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. გერმანელი ტურისტის როლში იმყოფებოდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკო ვინთერი, რომელიც ახლახანს გადმოვიდა გერმანიიდან და მისთვის უცნობი იყო ეს ინფორმაცია. გიდობა გაგვიწიეს მოსწავლეებმა: ნ. ჯაფარიძემ, ნ. იობაშვილმა, ს. დარისპანაშვილმა, ბ. გორდეზიანმა, თ. ბიწაძემ და სხვებმა. მოსწავლეებმა მოინახულეს სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი, ანტიოქია. ეს იყო უცხოური ენების კლუბის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და სასარგებლო გასვლითი აქტივობა.