2019 წლის 16 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგება
მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე X კლასის მოსწავლეთათვის,
რომელსაც უხელმძღვანელებს კერძო სკოლა „ივერონის“ მათემატიკის
მასწავლებელი ქ-ნი ციალა სოხაძე.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ: ორშაბათს (15:00 სთ-დან 16:00
სთ-მდე). მათემატიკის შესწავლის მსურველებმა მიმართეთ სკოლის
ადმინისტრაციას.
საწრეო მუშაობა მათემატიკაში მიზნად ისახავს მასწავლებლის მიერ დახმარების გაწევას მოსწავლეთათვის რთულად შესათვისებელ საკითხებზე. ის ხელს უწყობს მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებას, ცოდნის გაღრმავებასა და კვლევითი უნარების განვითარებას.
საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა აქტივობები, სავარჯიშოები, დამხმარე მასალა, ამოცანები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა მათემატიკური უნარ-ჩვევების (მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნა) განვითარებაზე; მუშაობა წარიმართება გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით, რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.
მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება შემდეგი რესურსი: სახელმძღვანელოები (ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა), რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, მარკერი, ინტერნეტ-რესურსი.
მათემატიკის წრის პროგრამაში შემავალი თემებია:
1. სიმრავლე. სიმრავლეთა გაერთიანება. თანაკვეთა და სხვაობა, სიმრავლეებზე მოქმედებების თვისებები;
2. ვენის დიაგრამებით ამოცანების ამოხსნა;
3. რაციონალური რიცხვები. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე; ფესვი;
4. ფუნქცია. ფუნქციის ცნების აღწერისას სიმრავლეთა თეორიის ელემენტების, ვენის დიაგრამების, გრაფების უნარის გამომუშავება შესაბამისი სავარჯიშოებითა და პროექტებით;
5. წრფივი ფუნქცია. კვ. ფუნქცია, y=k/x ფუნქცია;
6. მიმდევრობა. რეკურსიის წესით მოცემული მიმდევრობები. არითმეტიკული პროგრესია, გეომეტრიული პროგრესია. პროცენტის დარიცხვის წესი. მარტივი და რთული პროცენტი;
7.
პასკალის სამკუთხედი;