მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე (I კლასი)

2019 წლის 16 სექტემბრიდან კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ  მათემატიკის შემსწავლელ უფასო წრეს პირველკლასელთათვის. წრეს უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქ-ნი ლალი ჯოხაძე. 

სწავლება   მოსწავლეებს შეუქმნის საფუძველს   როგორც  მათემატიკური  ცოდნის  მიმართ,  ასევე  მათემატიკის  შემდგომი  შესწავლისთვის შესაბამისი  უნარების  განვითარების  მხრივაც.  მოსწავლე  შეძლებს  ერთმანეთს  შეუსაბამოს  რიცხვები, შეადაროს  საგნები, ერთმანეთთან  დააკავშიროს  თვლა,  რიცხვებს  შორის  დამოკიდებულებები  და  შეკრება-გამოკლების  მაგალითები. მათემატიკის  ცოდნა  გამოიყენოს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.

  მეცადინეობებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას ით-მეტი, ით-ნაკლები, საგანთა მიმდევრობის თვლასთან დაკავშირებას.  მოსწავლეები ისწავლიან შეკრება-გამოკლების წესებს, ციფრების  სწორ ჩაწერას, ამოცანის შემადგენელი ნაწილების დამახსოვრება-გააზრებას. რეპროდუქციისათვის გამოვიყენებ ციფრთა მაგნიტურ ბარათებს ერთის ბიჯით წინ-უკან ციფრთა მიმდევრობის ჩასაწერად, პლაკატებს მიმატება-გამოკლების დასახასიათებლად და ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოსათვლელად.

წრე განკუთვნილია I კლასის მოსწავლეებისთვის.  მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე მათთვის წრის მეცადინეობებზე დასწრება იქნება კარგი საშუალება გაიმყარონ და გაიმდიდრონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.

მათემატიკური მცნებების ცოდნა და უნარები:

·         მცნებების ცოდნა;

·         ციფრთა ჩაწერის ცოდნა;

·         მიმდევრობის დასრულების უნარ-ჩვევები;

·         ამოცანის მოკლედ ჩაწერა;

·         ამოცანის ამოხსნა.

კომუნიკაციური უნარები:

·         დათვლა;

·         ციფრთა ჩაწერა;

·         ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა;

·         ზეპირი კომუნიკაცია;

·         წერითი კომუნიკაცია.

საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.

სასწავლორესურსი: სახელმძღვანელო(აიემც) საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,  ფერადი  ცარცი,  კომპიუტერი, მაგნიტური  დაფა,  სახელმძღვანელო, პლაკატები.

მასწავლებელი  არეგისტრირებს  მუშაობაში  მსურველ  ბავშვებს,  მათ  მშობლ ბს    გააცნობს    წრის  მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს  ინდივიდუალურად  დაურიგებს  წინასწარ  გამზადებულ  ბარათებს  და  სთხოვს  შეავსონ  კითხვარი,  თუ  რა  მოლოდინი  აქვთ  წრის   მუშაობის  პროცესში

წრის  სამუშაო  პროგრამა:

1.     ვემზადებით  რიცხვების  შესასწავლად    

              ა) რამდენია  დავითვალოთ  

              ბ)  რომელია  პირველი?   

              გ )მეტია,  ნაკლებია, რამდენით?   

2.     დავუმატოთ,  გამოვაკლოთ . 

              ა ) რიცხვის  გაზრდა,  შემცირება.

              ბ ) რაოდენობის შესაბამისი რიცხვის დასახელება . 

           3.   ვიყენებთ  მათემატიკურ  ნიშნებს. 

               ა )რიცხვებს  შორის  მიმართების  ჩაწერა. 

               ბ )ტოლობისა  და  უტოლობის  ცნების  აღწერა.

           4.   შევადაროთ  მიმდევრობები.

               ა) განლაგების  წესის  შედარება.

               ბ)მოცემული  ფრაგმენტის  მიხედვით  მიმდევრობის  ღია  პოზიციის  შევსება.

            5. ნულის  თვისებები. ნულის  მიმატება  და  გამოკლება.

              ა) ნულის  ადეკვატური  გამოყენება.

              ბ) ნულის  თვისებები  შეკრება- გამოკლებისას.

            6 . შესაკრებები, ჯამი .

                ა) შეკრების  თვისებების  გამოყენება .

                ბ) რიცხვის  მიღების  სხვადასხვა  ხერხის  გამოყენება. 

             7.  ამოვხსნათ  ამოცანები.

                 ა) რამდენ  ნაწილისგან  შედგება  ამოცანა.

ბ) რომელ  ნაწილში  გამოგვადგება  შეკრება-გამოკლების  ოპერაცია.

                                                 

           8. შემაჯამებელი საწრეო მუშაობა.

ა) მასალის წერითი შემოწმება

ბ) ზეპირი გამეორება

                                                  

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა:  ერთი  სემესტრი (20.09.2019 27.12.2019). 

შეხვედრის დღე და დრო:  პარასკევი  13:20 სთ.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 35 წუთი

 

შეხვედრების განრიგი:

 

N

საწრეო მუშაობის განრიგი

 

N

საწრეო მუშაობის განრიგი

 1

20. 09. 2019

8

 08. 11. 2019

2

27. 09  2019

9

 22. 11. 2019

3

04. 09. 2019

10

 29. 11. 2019

4

11. 10. 2019

11

 06. 12. 2019

5

18. 10. 2019

12

 13. 12. 2019

6

25. 10. 2019

13

 20. 12. 2019

7

01. 11. 2019

14

 27. 12. 2019

 

 

მათემატიკის  შესწავლის მსურველებმა მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.