მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე (VI კლ.)

2019 წლის 16 სექტემბრიდან, კერძო სკოლა „ივერონი“ VI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო წრეს მათემატიკაში (I სემესტრი). წრის ხელმძღვანელია მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ციალა სოხაძე.

საწრეო მუშაობა მათემატიკაში მიზნად ისახავს მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის რთულად შესათვისებელ საკითხებზე. ეს მეცადინეობები მათ დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური უნარ-ჩვევების  ამაღლებაში. ამგვარი მუშაობა ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის ზრდას და აძლიერებს სწავლის სურვილს.

დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარების განვითარებას ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება მათ პიროვნულ განვითარებაზე.

საწრეო მუშაობის პროგრამა VI კლასელთათვის მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1.      ამოცანები ნატურალური რიცხვის ჩაწერაზე

2.      მარტივი და შედგენილი რიცხვები

3.      გაყოფადობის ნიშნები

4.      საერთო გამყოფი და საერთო ჯერადი

5.      ნამრავლის, ჯამისა და სხვაობის გაყოფადობა

6.      ამოცანები წილადების გამრავლება-გაყოფაზე

7.      ათწილადის შედარება

8.      ათწილადების შეკრება-გამოკლება

9.      ათწილადების გამრავლება-გაყოფა

10.   ათწილადების დამრგვალება

 

(გამოყენებული ლიტერატურა: 1. თ. ბექაური, ა. საგინაშვილი; 2. დ. ნურკი - VI კლ.)

 

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ: პარასკევს - 13:20 სთ-დან 14:05 სთ-მდე.

მათემატიკის  შესწავლის მსურველებმა მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.