შპს კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრეს VII კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.
მისია - განათლებული და ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდა.
მიზანი:
Ø მოსწავლეების სასწავლო და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
Ø რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაღვივება, თვალსაწიერის გაფართოება;
Ø მოსმენისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
Ø კრიტიკული აზროვნების განვითარება
შედეგები:
Ø წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ორგანიზაციული მუშაობის, მოსმენის, ელემენტარული კომუნიკაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
Ø მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით შეისწავლიან რუსულ ენას, გაიღრმავებენ
ცოდნას, დაინტერესდებიან რუსული ლიტერატურით;
Ø მოსწავლეები გაიუმჯობესებენ მეტყველების კულტურასა და კრიტიკული აზროვნების უნარს;
Ø რუსული ენისადმი სიყვარული ხელს შეუწყობს მათ ინტერკულტურულ განვითარებას და ტოლერანტ პიროვნებად ჩამოყალიბებას:
Ø შემატებს მოსწავლეებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის უნარს,
პასუხისმგებლობის გრძნობას;
Ø საკვლევაძიებო მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა - წარმართვას.
წრის დახასიათება
წრე არის გაკვეთილის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი, მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას, ავთენტური ტექსტის (სწავლების ამ ეტაპზე პრიორიტეტული) მოსმენა-გაანალიზების, ანალიტიკური უნარის, გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ლექსიკური მარაგის თავისუფლად გამოყენებას კომუნიკაციის დროს, წარმოთქმის ნორმების დახვეწას და მთლიანობაში - რუსული ენის შესწავლას.
მოსალოდნელი შედეგები
უცხ.დ.III.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/ მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
· რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
· ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვა);
· ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
· ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., მაღალი, დაბალი, მოკლე, გრძელი, ყვითელი) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
· ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდის ქვეშ, მანქანის წინ/უკან);
· ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (ცეკვავს, დარბის, დახტის, დაფრინავს, ცურავს და სხვა);
· აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
· ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
· ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას);
· ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს და ასრულებს სიმღერებს;
· ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
· იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
· ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს;
· ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტის შინაარსს (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
· ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
· პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., დაამთავრე? დიახ/არა; სად არის ფანქარი? აქ, მაგიდაზე);
· პასუხობს ზეპირმეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს და სხვა).
მიმართულება: კულტურათა დიალოგი
(ამ ეტაპზე მოსწავლეები უცხოურ ენაში ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას კულტურის საკითხებზე სასაუბროდ. ამდენად, დასაშვებია მსჯელობის მშობლიურ ენაზე წარმართვა.)
უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., ზღაპრის პერსონაჟთა სახელებს, მოზარდის დღის რეჟიმს, სკოლის შენობას და სხვა).
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე) და ასრულებს მათ;
· უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
· მოაქვს საჭირო ნივთები;
· ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
· ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
· სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება;
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
· უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
· თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
· მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
· მონაწილეობს ჯგუფურ სამუშაოებში.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ სიმბოლოებს, ლოგოებს;
· იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
· ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, წარწერიან ილუსტრაციებს, კოლოფს).
სამუშაო განრიგი:
ა) შეხვედრის რაოდენობა: 15 შეხვედრა (კვირაში ერთხელ) ;
ბ) შეხვედრის დღე და დრო: ხუთშაბათი; 1415 სთ.
გ) შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წთ.
წ რ ი ს ს ა მ უ შ ა ო გ ე გ მ ა
№ |
საკითხი |
აქტივობა |
რესურსი |
დრო |
1
|
წრის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული ენა. |
პრეზენტაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა; · ქცევის წესების შემუშავება; · მოლოდინებისა და შეხედულებების ურთიერთგაცნობა; · დისკუსია აღნიშნულ თემაზე; რუსული ენის ცოდნის მნიშვნელობის გააზრება; · ლექსიკური მარაგის გამდიდრება; · რუსულ ენაზე გამონათქვამების შერჩევა, მათი მნიშვნელობის განმარტება; |
ფლიპჩარტი მარკერი მინისტიკერები ლექსიკონი
რვეული
დასარიგებელი მასალა: „გამონათქვამები რუსულ ენაზე“ |
19.09 |
2 |
რუსული ლირიკა. ლექსები რუსულ ენაზე. |
ლირიკულ ნაწარმოებზე წარმოდგენის შექმნა და მისი მნიშვნელობის გააზრება; ლექსების მოსმენა და შერჩევა; ლექსიკაზე და ლექსის ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა. |
კომპიუტერი მოსასმენი მასალა ლექსების ტექსტები ლექსიკონი რვეული ბურთულიანი საწერი
|
26.09 |
3 |
ლექსები რუსულ ენაზე |
კითხვის ტექნიკის დახვეწა; გამომეტყველებითი კითხვა |
კომპიუტერი ლექსების ტექსტები
|
03.10 |
4 |
გრამატიკული მასალა: Имя числительное |
შესაბამის მაგალითებზე მუშაობა |
დაფა, ცარცი, დასარიგებელი მასალა ინდივიდუალური სამუშაოსთვის |
10.10 |
5 |
ვიმღეროთ რუსულად სიმღერა ,,Облака’’
|
ლექსიკაზე მუშაობა; სიმღერის მოსმენა; ნაკლული ტექსტის შევსება, კითხვებზე პასუხის გაცემა; განხილვა; შინაარსის პროზაული სახით გადმოცემა. |
ლექსიკონი, სიმღერის ნაკლული ტექსტი კომპიუტერი |
17.10 |
6 |
სიმღერა ,,Облака’’
|
სიმღერის მოსმენა და პლიუსიან ფონოგრამაზე შესრულება, მუსიკის მასწავლებლის დახმა-რებით მუსიკის თანხლებით სიმ-ღერის შესრულება. |
კომპიუტერი ფონოგრამა ფორტეპიანო |
24.10 |
7 |
ვიდეოფილმი ,,Лиса и журавль’’ – русская народная сказка |
ტექსტზე მუშაობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კითხვებზე პასუხის გაცემა. |
კომპიუტერი ლექსიკონი
|
31.10 |
8 |
,,Лиса и журавль’’ – русская народная сказка |
კითხვის ტექნიკის დახვეწა, გამომეტყველებით კითხვა და როლური თამაში. |
ზღაპრის ტექსტი
|
07.11 |
9 |
გრამატიკული მასალა Наречие |
შესაბამის მაგალითებზე მუშაობა |
დაფა, ცარცი, დასარიგებელი მასალა ინდივიდუალური სამუშაოსთვის |
14.11 |
10 |
,,Репка’’- русская народная сказка |
მულტფილმის ჩვენება 1.ლექსიკაზე მუშაობა ტექსტის გაგება-გააზრების
მიზნით;
|
კომპიუტერი დაფა, ცარცი, ლექსიკონი, ზღაპრის ტექსტი; გრფიკული ორგანიზატორი. |
21.11 |
11 |
,,Репка’’- русская народная сказка |
ინტერესის გაღვივება თეატრელური ხელოვნებისადმი; როლების გადანაწილება; ტექსტზე მუშაობა; გამომეტყველებით კითხვა |
ზღაპრის ტექსტი;
|
28.11 |
12 |
,,Репка’’- русская народная сказка |
ინდივიდუალური მუშაობა როლების მიხედვით. რეპეტიცია. |
|
05.12 |
13 |
,,Репка’’- русская народная сказка |
1.კოსტიუმებზე და დეკორაციებზე მუშაობა. 2. გენერალური რეპეტიცია.
|
|
12.12 |
14 |
,,Репка’’- русская народная сказка |
წრის სემესტრული მუშაობის პრეზენტაცია; ზღაპრის ინსცენირება. მოსწავლეთა თვითშეფასება, ურთიერთშეფასება |
|
19.12 |
15 |
საწრეო მუშაობის შეჯამება |
წრის სემესტრული მუშაობის შეჯამება; მოსწავლეების მიერ გაწეული შრომის შეფასება; მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება. |
წამახალისებელი სიგელები |
26.12 |
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.