რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრე IX კლასი

შპს კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრეს IX კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.

 

მისია - განათლებული და ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდა.

მიზანი: 

Ø  მოსწავლეების სასწავლო და შემოქმედებითი უნარების  განვითარება;

Ø  რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაღვივება, თვალსაწიერის გაფართოება;

Ø  მოსმენისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება;

Ø  კრიტიკული აზროვნების განვითარება

შედეგები: 

Ø   წრის მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ორგანიზაციული  მუშაობის, მოსმენის, ელემენტარული კომუნიკაციის, შემოქმედებითი  უნარების განვითარებას;

Ø  მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით  შეისწავლიან რუსულ ენას, გაიღრმავებენ

             ცოდნას, დაინტერესდებიან რუსული ლიტერატურით;

Ø  მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ  მეტყველების კულტურასა და კრიტიკული  აზროვნების უნარს;

Ø  რუსული ენისადმი  სიყვარული  ხელს შეუწყობს  მათ ინტერკულტურულ განვითარებას  და ტოლერანტ  პიროვნებად  ჩამოყალიბებას:

Ø  შემატებს მოსწავლეებს  თვითშეფასებისა  და  თავდაჯერებულობის  უნარს,

              პასუხისმგებლობის  გრძნობას;

Ø  საკვლევაძიებო  მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა - წარმართვას.

  წრის დახასიათება

 წრე მიზნად ისახავს რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი, მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას, ავთენტური ტექსტის მოსმენა-გაანალიზების ( რომელიც პრიორიტეტულია სწავლების ამ ეტაპზე),  ანალიტიკური უნარის,  გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ლექსიკური მარაგის თავისუფლად გამოყენებას კომუნიკაციის დროს, წარმოთქმის ნორმების  დახვეწას  უშუალოდ რუსული  ენის შესწავლას.

  მოსალოდნელი შედეგები

 მიმართულება: მოსმენა

 

უცხ.ს.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
      ·         ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;
      ·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა);
     ·         აუბრის შინაარსიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, ინტერესების, სოციალური მდგომარეობისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მეგობრული,       კონფლიქტური, საქმიანი, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ;
·         ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა, საყვედურ, სინანულ, გაპროტესტება);

  

უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრ, ინტონაც, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკურ მახვილებ, ილუსტრაცია, სქემა);

·         ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);

·         ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;

·         მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;

·         კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად;

·         იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;

·         მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები.

  უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;

·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;

·         ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;

·         განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან;

·         აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;

·         ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი, ინდუქციური და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;

·         ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს;

·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.

 

უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;

·         ამოიცნობს მოვლენათა თანმიმდევრობას;

·         ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;

·         ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);

·         ამოიცნობს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;

·         განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;

·         ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;

·         ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;

·         ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის მსვლელობა, დასასრული);

·         ამოიცნობს მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს.

   

უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც უნდა აუდიტორიის წინაშე;

·         წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;

·         შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;

·         ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;

·         სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;

·         შინაარსის მიხედვით იყენებს მიმიკა-ჟესტიკულაციას;

·         კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;

·         მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

  უცხ.ს.V.21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·          ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციკულტურულ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა, ისტორიული ეპოქის თავისებურებები და სხვა);

·          ამოიცნობს ილუსტრაციებში/ ტექსტებში ასახულ კულტურის, საყოფაცხოვრებო რეალიებს;

·          ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;

·          კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას;

·          იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ;

·          ავლებს პარალელებს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები);

·         ამოიცნობს ანდაზების, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში.

  

სამუშაო განრიგი:

ა) შეხვედრის რაოდენობა:   15 შეხვედრა (კვირაში ერთხელ) ;

ბ) შეხვედრის დღე და დრო:  ოთხშაბათი; 1415 სთ.

გ) შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წთ.

                                          წ რ ი ს    ს ა მ უ შ ა ო    გ ე გ მ ა

  

                საკითხი

               აქტივობა

რესურსი

დრო

1

 

წრის  მიზნებისა და ამოცანების გაცნობა.

 

პრეზენტაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა;

·         

·         მოლოდინებისა და შეხედულებების ურთიერთგაცნობა;

·         დისკუსია აღნიშნულ თემაზე; რუსული ენის ცოდნის მნიშვნელობის გააზრება;

·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

·         რუსულ ენაზე გამონათქვამების შერჩევა, მათი მნიშვნელობის განმარტება;

 

ფლიპჩარტი

მარკერი

მინისტიკერები

ლექსიკონი

 

რვეული

 

 

 

დასარიგებელი მასალა: „გამონათქვამები რუსულ ენაზე“

 

 

 

18.09

2

რუსი პოეტები:

სერგეი ესენინი.

ვიდეო და აუდიო მასალის გაცნობა: ბიოგრაფია,

პროფესიული ცხოვრება,

პირადი ცხოვრება,

გარდაცვალება.

 

კომპიუტერი

მოსასმენი მასალა

ტექსტები

ლექსიკონი

 

 

25.09

3

ლექსები რუსულ ენაზე-

სერგეი ესენინის პოეზია

ლირიკულ  ნაწარმოებზე     

წარმოდგენის შექმნა და მისი მნიშვნელობის გააზრება;  ლექსების მოსმენა და  შერჩევა; ლექსიკაზე და ლექსის ტექსტზე დამოუკიდებლად   შაობა.

კომპიუტერი

აუდიო დისკი ტექსტები

 

 

02.10

4

ლექსები რუსულ ენაზე-

სერგეი ესენინის პოეზია

კითხვის ტექნიკის დახვეწა; გამომეტყველებითი კითხვა.

 

ლექსების ტექსტები

 

09.10

5

გრამატიკული მასალა:

Имя числительное-количественные и порядковые числительные

შესაბამის მაგალითებზე მუშაობა

დაფა, ცარცი,

დასარიგებელი მასალა ინდივიდუალური სამუშაოსთვის

16.10

6

ვიმღეროთ რუსულად

სიმღერა ,,Лето’’

 

ლექსიკაზე მუშაობა;

სიმღერის მოსმენა; ნაკლული ტექსტის შევსება, კითხვებზე პასუხის გაცემა; განხილვა; შინაარსის პროზაული სახით გადმოცემა.

ლექსიკონი,

აუდიო-ვიდეო,

სიმღერის ნაკლული ტექსტი;

კომპიუტერი

 

23.10

7

სიმღერა ,, Лето’’

 

სიმღერის მოსმენა და პლიუსიან ფონოგრამაზე შესრულება,

მუსიკის მასწავლებლის დახმა-რებით მუსიკის თანხლებით სიმ-ღერის შესრულება. 

კომპიუტერი

ფონოგრამა

ფორტეპიანო

 

30.10

8

ლექსები რუსულ ენაზე-

ვლადიმერ ვისოცკის პოეზია

ტექსტზე მუშაობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და კითხვებზე პასუხის გაცემა.

ლექსიკონი

ტექსტი

 

 

06.11

9

 ლექსები რუსულ ენაზე-

ვლადიმერ ვისოცკის პოეზია

 

კითხვის ტექნიკის დახვეწა, გამომეტყველებით კითხვა.

სიმღერის მოსმენა

 კომპიუტერი

ტექსტი

 

 

13.11

10

გრამატიკული მასალა

Местоимение

შესაბამის მაგალითებზე მუშაობა

დაფა, ცარცი,

დასარიგებელი მასალა ინდივიდუალური სამუშაოსთვის

 

20.11

11

А. С. Пушкин- Сказка

 ,,О рыбаке и рыбке“

მულტფილმის ჩვენება 1.ლექსიკაზე მუშაობა ტექსტის გაგება-გააზრების მიზნით;
2 კითხვა-პასუხი ტექსტის გაგება-გააზრებისათვის; 
3. განხილვა. კითხვის ტექნიკის დახვეწა.

კომპიუტერი

დაფა, ცარცი,

ლექსიკონი,

ზღაპრის ტექსტი;

 

 

27.11

12

А. С. Пушкин- Сказка

 ,,О рыбаке и рыбке“

ინტერესის გაღვივება თეატრელური ხელოვნებისადმი; როლების გადანაწილება; ტექსტზე მუშაობა; გამომეტყველებით კითხვა

ზღაპრის ტექსტი;

 

 

04.12

13

А. С. Пушкин- Сказка

 ,,О рыбаке и рыбке“

ინდივიდუალური მუშაობა როლების მიხედვითრეპეტიცია.

 

11.12

14

,,Репка’’- русская народная сказка

წრის სემესტრული მუშაობის პრეზენტაცია;

ზღაპრის ინსცენირება. მოსწავლეთა თვითშეფასება, ურთიერთშეფასება

 

 

18.12

15

საწრეო მუშაობის შეჯამება

წრის სემესტრული მუშაობის შეჯამება;

მოსწავლეების მიერ გაწეული შრომის შეფასება;

მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება.

წამახალისებელი სიგელები

 

25.12

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.