2019 წლის 16 სექტემბრიდან სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრეს VI კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია ქ-ნი მარეხი კორსაველი.
სამუშაო განრიგი:
შეხვედრის რაოდენობა - 15 შეხვედრა;
შეხვედრის დღე, დრო, ადგილი - ხუთშაბათი 16:20 სთ-ზე; საკლასო ოთახი და სკოლის ბიბლიოთეკა;
შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წთ.
მისია:
მოსწავლეთა საჭიროებებისა და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით . ჰარმონიულად განვითარებული და კეთილშობილი პიროვნების აღზრდა.
მიზანი:
* მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით.
• მოსწავლეების სასწავლო და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
• რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაღვივება, თვალსაწიერის გაფართოება;
• მოსმენისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
• კრიტიკული აზროვნების განვითარება
შედეგები:
• წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ორგანიზაციული მუშაობის, მოსმენის, ელემენტარული კომუნიკაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
• მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით შეისწავლიან რუსულ ენას, გაიღრმავებენ
ცოდნას, დაინტერესდებიან რუსული ლიტერატურით;
• მოსწავლეები გაიუმჯობესებენ მეტყველების კულტურასა და კრიტიკული აზროვნების უნარს;
• რუსული ენისადმი სიყვარული ხელს შეუწყობს მათ ინტერკულტურულ განვითარებას და ტოლერანტ პიროვნებად ჩამოყალიბებას:
• შემატებს მოსწავლეებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის უნარს,
პასუხისმგებლობის გრძნობას;
• საკვლევაძიებო მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა - წარმართვას
• მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
წრის დახასიათება
წრე არის გაკვეთილის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი, მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას, ავთენტური ტექსტის მოსმენა-გაანალიზების ( რომელიც პრიორიტეტულია სწავლების ამ ეტაპზე), ანალიტიკური უნარის, გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ლექსიკური მარაგის თავისუფლად გამოყენებას კომუნიკაციის დროს, წარმოთქმის ნორმების დახვეწას უშუალოდ რუსული ენის შესწავლას.
სასწავლო ამოცანები: რუსული ენისადმი სწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; წიგნთან ურთიერთობის კულტურის გამომუშავება;
მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტერესების, აზროვნების ფორმირება და განვითარება; აზროვნების განვითარება; წიგნთან მუშაობისას ინდივიდუალური და ჯგუფური საქმიანობის ორგანიზაციის სწავლა.
მოსწავლეთა ინტერესი გამყარებულია გაკვეთილში შემოქმედებითი ელემენტის შეტანით: კროსვორდების, რებუსების შედგენა. თითოეულ გაკვეთილში დაცულია სამი ნაწილი: 1.სათამაშო, 2.თეორიული, 3.პრაქტიკული.
წრის მნიშვნელობა და აქტუალურობა
უცხოური ენის შესწავლა ემსახურება საქართველოში სასკოლო განათლების მთავარი მიზნის განხორციელებას - თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. უცხოური ენის ცოდნა ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. ამიტომ, რამდენიმე უცხოური ენის სწავლება სკოლაში ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. სკოლა უცხოური ენის ათვისების მთავარი წყაროა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. შესაბამისად, სკოლაში აუცილებლად უნდა შეიქმნას უცხოური ენების დაუფლებისათვის საჭირო გარემო. ,,რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო’’, მხოლოდ ეს გამონათქვამი გამოდგებოდა რუსული ენის შესწავლის აუცილებლობის დასასაბუთებლად. თუმცა, რუსული ენის საფუძვლიანი შესწავლის აუცილებლობას სხვა მრავალი ფაქტორიც განაპირობებს. შესაძლებელია, ქართველთა გარკვეული ნაწილისათვის რუსული ენა დიდ სამყაროში გასასვლელი საშუალება გახდეს. მაგალითად, რუსული თარგმანების საშუალებით ეცნობიან და გაიცნობენ მსოფლიო ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს, მსოფლიო ლიტერატურას, რუსული კლასიკოსების შემოქმედებას და სხვა. რუსული ენის შესწავლის აუცილებლობას განაპირობებს საქართველოს მდებარეობა ისეთ რეგიონში, სადაც მცხოვრები ხალხთა ურთიერთობის საშუალებად, სწორედ რომ, რუსული ენა რჩება. რუსული ენა მნიშვნელოვანია საერთაშორისო სფეროში და სამომავლოდ რუსული ენის ცოდნით მოსწავლეებს ექნებათ დასაქმების უკეთესი პერსპექტივები, კომუნიკაციისა და მოგზაურობის შესაძლებლობები. ტრადიციულად, საქართველოში რამდენიმე ენაზე საუბრობენ და ამ ენების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს რა საქართველოს სახელმწიფოს ზრუნვას უმცირესობათა ენების შენარჩუნების კუთხით, უზრუნველყოფს ამ ენებზე ან ამ ენების სწავლებას. ამიტომაც რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი, მოსწავლეების ინტერესის გაღვივება მეტად მნიშვნელოვანია. საწრეო მუშაობა ემსახურება, სწორედ, რუსული ენისადმი ინტერესის ზრდას. წრე არის გაკვეთილის გაგრძელება, სადაც ავთენტური ტექსტის მოსმენა - გაანალიზების (რომელიც პრიორიტეტულია სწავლების ამ ეტაპზე) საფუძველზე ხელი ეწყობა გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის, ანალიტიკური, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ასევე ლექსიკური მარაგის თავისუფლად გამოყენებას კომუნიკაციის დროს, წარმოთქმის ნორმების დახვეწას და საბოლოოდ რუსული ენის შესწავლას.
მოსალოდნელი შედეგები
მიმართულება1. ზეპირი მეტყველება(მოსმენა/ მოსმენა-ყურება და ლაპარაკი)
უცხ.დაწყ. (1) 1. მოსწავლე:
Ø ამოიცნობს თემას(პერსონაჟებს, თანამოსაუბრეებს, მოვლენებს და სხვა,მოსმენისას/ მოსმენა-ყურებისას
Ø ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას(ვინ, სად,როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა) ტექსტიდან;
Ø მოსმენისას ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას,გაბრაზებას და სხვა);
უცხ.დაწყ. (I) 2. . მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა და მახვილების დაცვით წარმოთქმა.მოსწავლე:
სწორად და გარკვევით წარმოთქვამს სიტყვებსა და ფრაზებს;
ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტების შინაარსს;
იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს ტექსტის წარმოთქმისას.
უცხ.დაწყ.(I) 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.მოსწავლე:
სვამს/პასუხობს მარტივ კითხვებს ნაცნობი თემების გარშემო;
გადმოსცემს სათქმელს უცხოურ ენაზე წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით;
საუბრობს ნაცნობ თემებზე;
შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვისი მიმართვის თავაზიან და ფამილარულ ფორმებს, გამოთქმებს,კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს ინტერაქციისას;
სათანადოდ იყენებს ნასწავლ ერთეულებს.
უცხ.დაწყ .( I) 4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის მისაღწევად.
მოსწავლე:
იშველიებს არავერბალურ ელემენტებს(ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს) ცოცხალი მეტყველების ჩანაწერის გასაგებად;
ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით(ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა) დამოუკიდებლად;
გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას.
აღმოაჩენს და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს ზეპირი მეტყველების დროს.
უცხ.დაწყ .( I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.მოსწავლე:
ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს;
კონკრეტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.
რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრის სამუშაო გეგმა
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწ. წლის I სემესტრი
№ |
საკითხი |
აქტივობა |
რესურსი |
დრო |
1
|
წრის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული ენა. |
პრეზენტაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა; ქცევის წესების შემუშავება; მოლოდინებისა და შეხედულებების ურთიერთგაცნობა; დისკუსია აღნიშნულ თემაზე; რუსული ენის ცოდნის მნიშვნელობის გააზრება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; რუსულ ენაზე გამონათქვამების შერჩევა, მათი მნიშვნელობის განმარტება; |
ფლიპჩარტი მარკერი მინისტიკერები ლექსიკონი
რვეული
დასარიგებელი მასალა: „გამონათქვამები რუსულ ენაზე“ |
19.09.19 |
2 |
რუსული ლირიკა. ლექსები რუსულ ენაზე. Поэтическая страничка. Лирические стихотворения: А. С. Пушкина М. Ю. Лермонтова |
ლირიკულ ნაწარმოებზე წარმოდგენის შექმნა და მისი მნიშვნელობის გააზრება; ლექსების მოსმენა და შერჩევა; ლექსიკაზე და ლექსის ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა. |
კომპიუტერი მოსასმენი მასალა ლექსების ტექსტები ლექსიკონი რვეული ბურთულიანი საწერი
|
26.09.19 |
3 |
ლექსები რუსულ ენაზე Мцыри |
კითხვის ტექნიკის დახვეწა; გამომეტყველებითი კითხვა |
კომპიუტერი ლექსების ტექსტები
|
03.10.19 |
4 |
Грамматика Глагол: неопределённая форма. Времена глагола. |
შესაბამის მაგალითებზე მუშაობა |
დაფა, ცარცი, დასარიგებელი მასალა ინდივიდუალური სამუშაოსთვის |
10.10.19 |
5 |
ვიმღეროთ რუსულად სიმღერა ,,Пусть всегда будет солнце!’’
|
ლექსიკაზე მუშაობა; სიმღერის მოსმენა; ნაკლული ტექსტის შევსება, კითხვებზე პასუხის გაცემა; განხილვა; შინაარსის პროზაული სახით გადმოცემა. |
ლექსიკონი, სიმღერის ნაკლული ტექსტი კომპიუტერი |
17.10.19 |
6 |
სიმღერა ,,Пусть всегда будет солнце! ’’
|
სიმღერის მოსმენა და პლიუსიან ფონოგრამაზე შესრულება, მუსიკის მასწავლებლის დახმა-რებით მუსიკის თანხლებით სიმ-ღერის შესრულება. |
კომპიუტერი ფონოგრამა ფორტეპიანო |
24.10.19 |
7 |
ვიდეოფილმი ,,Двенад-цать месяцев ’’ – русская народная сказка |
ტექსტზე მუშაობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კითხვებზე პასუხის გაცემა. |
კომპიუტერი ლექსიკონი
|
31.10.19 |
8 |
,,Двенадцать месяцев’’ – русская народная сказка |
კითხვის ტექნიკის დახვეწა, გამომეტყველებით კითხვა და როლური თამაში. |
ზღაპრის ტექსტი
|
07.11.19 |
9 |
გრამატიკული მასალა ასოების„ ъ,ь „მართლწერა. Правописание -тся и ться |
შესაბამის მაგალითებზე მუშაობა |
დაფა, ცარცი, დასარიგებელი მასალა ინდივიდუალური სამუშაოსთვის |
14.11.19 |
10 |
,,Стрекоза и муравей’’- басня Крылова |
მულტფილმის ჩვენება 1.ლექსიკაზე მუშაობა ტექსტის გაგება-გააზრების
მიზნით;
|
კომპიუტერი დაფა, ცარცი, ლექსიკონი, იგავ-არაკის ტექსტი; გრფიკული ორგანიზატორი. |
21.11.19 |
11 |
,,Стрекоза и муровей’’- басня Крылова |
ინტერესის გაღვივება თეატრელური ხელოვნებისადმი; როლების გადანაწილება; ტექსტზე მუშაობა; გამომეტყველებით კითხვა |
იგავ-არაკის ტექსტი;
|
28.11.19 |
12 |
,,Стрекоза и муровей’’- басня Крылова |
ინდივიდუალური მუშაობა როლების მიხედვით. რეპეტიცია. |
ზღაპრის ტექსტი;
|
05.12.19 |
13 |
,,Стрекоза и муровей’’- басня Крылова |
1.კოსტიუმებზე და დეკორაციებზე მუშაობა. 2. გენერალური რეპეტიცია.
|
ზღაპრის ტექსტი;
|
12.12.19 |
14 |
,,Стрекоза и муровей’’- басня Крылова |
წრის სემესტრული მუშაობის პრეზენტაცია; ზღაპრის ინსცენირება. მოსწავლეთა თვითშეფასება, ურთიერთშეფასება |
ზღაპრის ტექსტი;
|
19.12.19 |
15 |
საწრეო მუშაობის შეჯამება |
წრის სემესტრული მუშაობის შეჯამება; მოსწავლეების მიერ გაწეული შრომის შეფასება; |
დაფა, ცარცი, ზეპირი გამოკითხვა |
26.12.19 |
ლიტერატურა: Стихи А .С.Пушкина, М.Ю.Лермонтова, басни Крылова.
Русские сказки . В Волина- " Весёлая грамматика".
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.