ხელოვნების მოყვარულთა კლუბმა 2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრში მიზნად დაისახა მოსწავლეთა ყურადღების ცენტრში მოექცია ქართული ტელე-ფილმები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი დღევანდელი ჩვენი მოსწავლეებისათვის. სწორედ მათზე დაყრდნობით ვისაუბრეთ ხელოვნების შესახებ - მხატვრობაზე, მუსიკაზე, მსახიობებზე, ლიტერატურულ საფუძველზე, ცალკეულ სიტყვებზე, ტრადიციებზე, ეთნიკურ მახასიათებლებზე დ ა.შ.
კ/ფ „მანანა“ ყველა თაობის ბავშვებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. სწორედ, ამ ფილმის მაგალითზე მოხდა დღეს საუბარი ქართული ტელე-ხელოვნების მახასიათებლებზე, თავისებურებებზე, მასში მონაწილე უფროსი თაობის შეუდარებელ ქართველ მსახიობებზე - ს. თაყაიშვილზე, ა. ჟორჟოლიანზე, ი. ტრიპოლსკიზე, ი, ხვიჩიაზე, მ. ჩახავაზე, რომლებსაც არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწიათ პატარა გოგონამ - ნანული სარაჯიშვილმა. ვისაუბრეთ ყოველივე იმაზე, რითაც ეს ფილმი ჩვენში დაუვიწყარ კვალს ტოვებს.