ელექტროდენი სახიფათოა!!! (VII, II-III)

სამოქალაქო განათლების კლუბ „ივერონის“ წევრები (VII კლ მოსწ.) შეხვდნენ ჩვენი სკოლის II და III კლასების მოსწავლეებს. მათთან საუბარი შედგა ელექტროდენისაგან მოსალოდნელი სავალალო შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ  თითქოს ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ გასაფრთხილებელია ელექტროობასთან შეხება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაინც ხდება შემთხვევები, რომლებიც ძალინ ცუდად მთავრდება. ყოველივე ეს კი ალბათ ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს ბავშვს გამჯდარი ის ნორმები და აკრძალვები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება…  და გაუფრთხილებლობისა თუ დაუდევრობის შედეგად გამოუსწორებელი შედეგების მოწმეები ვხვდებით.

ამ შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ გაგვეცნო და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი პატარა მოქალაქეებისათვის აკრძალვები, რაც არასოდეს არ უნდა დაივიწყონ მათ. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ისეთი ნივთია, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ - თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ არასწორი მოხმარების ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ის საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს.

კლუბის წევრებმა პატარებს გააცნეს თემატური თვალსაჩინოება და ნახეს შემეცნებითი ანიმაციური ფილმები  (1-  https://www.youtube.com/watch?v=PynWZCFSH8g ;

2-  https://www.youtube.com/watch?v=C9BYaDppwko ).

პატარებმა გაიხსენეს, ადრეულ ასაკში როგორი მოურიდებლები ყოფილან ზოგჯერ  როზეტთან, გაწყვეტილ კაბელთან, ელექტრონივთებთან და ა.შ.

დასასრულს ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ არასდროს არ უნდა დაივიწყონ უსაფრთხოების წესები და აუცილებელად უნდა დაიცვან ის!