ღონისძიებები და პროექტები

12 ნოემბერს  VI  კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში წარმოადგინეს საინტერესო კვლევა  (მასწ.: ხ. გოცირიძე) სახელწოდებით: „ მოქმედებს თუ არა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.      

კვლევის მიზანი იყო: მოსწავლეებს დაედგინათ თუ როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ გაიაზრეს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გამოყენებით (რეციკლინგი) შესაძლოა თავიდან ავიცილოთ  გარემოს დაბინძურება. მოიძი ინფორმაცია და იმსჯელეს  ნარჩენების სახეებზე გადამუშავების ხერხებზე და მეორეული გადამუშავების შედეგებზე. მოსწავლეებმა პრეზენტაციისათვის შექმნეს და საინტერესოდ გააფორმეს ფორმატები.

2021 წლის 19 ნოემბერს X კლასმა წარმოადგინა  საინტერესო პროექტი სამოქალაქო განათლებაში (მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე). ტრეფიკინგი - ესაა თემა, რომელიც სკოლის ასაკიდან უნდა ჰქონდეს მოზარდს გათავისებული და ესმოდეს საფრთხის რეალობა.  მოსწავლეთა პრეზენტაციიდან და შემდგომი საუბრიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას. მათ მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალა იყო მაქსიმალურად სრულყოფილი და მრავლისმომცველი. რამდენიმე მოსწავლე, ვინც საპატიო მიზეზით სკოლაში ვერ გამოცხადდა, გაკვეთილს დაესწრო  დისტანციურად და ამ სახით შელო საკუთარი პროექტის წარმოდგენა.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის ორგანიზატორი.
კოლა "ივერონის" IV კლასის მოსწავლეებმა საგნობრივი პროგრამის შესაბამისად, ინგლისურ ენაში ამჯერად მოამზადეს პროექტი სახელწოდებით - „ About  myself “ (მასწ.: მაია ფარცხალაძე).  პროექტის მიზანი იყო  პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება და  პროგრამული და  არაპროგრამული ლექსიკის გამოყენება. მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები.
  VIII კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოადგინეს პრეზენტაცია HALLOWEEN - თან  დაკავშირებით.  ( მასწავლებელი: მაია ფარცხალაძე);   
   მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს ქართულ უძველეს დღესასწაულ ბერიკაობასთან;                       
 

26 ოქტომბერს IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში  წარმოადგინეს პროექტი "My favourite animal". მათ ისაუბრეს რომელია მათი საყვარელი ცხოველი, როგორ გამოიყურება ის, რა შეუძლია და რა არ შეუძლია მათ საყვარელ არსებას, რატომ უყვართ ის ასე ძალიან... მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს თემის შესაბამისი საინტერესო ნამუშევრები.

პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი.
08 ოქტომბერს   VIII  კლასმა საგნობრივი პროგრამის შესაბამისად, წარმოადგინა პროექტი "About myself" (მასწ.: მ. ფარცხალაძე). მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ თავზე: ვინ არიან, სად სწავლობენ, როგორი ჩაცმის სტილი მოწონთ, თვლიან თუ არა, რომ ადამიანის განსჯა შეიძლება ჩაცმის მიხედვით, რა როლი აქვს ჩაცმას ადამიანის ცხოვრებაში ოგორი მუსიკა მოსწონთ, როგორ და სად ატარებენ თავისუფალ დროს და ა. შ. მოსწავლეებმა შესაბამისის მასალით გააფორმეს ფორმატები.

 

2021 წლის 1 ივნისს VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით  „ვანო მაჩაბელის ცხოვრების გზა“, რომელიც ეძღვნებოდა კარგ ქართველთა ხსოვნას (მასწ. თ. ჩხეიძე). მოსწავლეებმა შეასრულეს კედლის გაზეთები საინტერესო მასალით, ისაუბრეს და საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს ჯერ საკლასო ოთახში, ხოლო შემდეგ სკოლის ეზოში. პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწ. ნაწ. გამგე და მასწავლებლები. 

22.04.2021

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!

ამასთან დაკავშირებით VII კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები საინტერესო მასალებით (კლუბის ხელმძღვანელი და მოქალაქეობის მასწავლებელი ელისო ბუცხრიკიძე). პრეზენტაციამ საკლასო ოთახიდან სკოლის ეზოში გადაინაცვლა.

ესწრებოდნენ:  სკოლის დირექტორი  -  მ. დარჩაშვილი და სასწავლო ნაწილის გამგე   -    მ. ბექურიძე.

15.04.2021

ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ-ნმა მარიამ დარჩაშვილმა V კლასის მოსწავლეებთან წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით - „ჩემი საყვარელი ქვეყანა და ცხოველები“. ბავშვებმა  ინგლისურ ენაზე ისაუბრეს მათი საყვარელი კუთხის, ქვეყნის და ცხოველების ესახებ.

2020 წლის 27 თებერვალს ჩატარდა ნანატრი ღონისძიება, რომელიც თავის დროზე გადაიდო ობიექტური მიზეზების გამო. II და  III კლასების მოსწავლეებმა ერთობლივად წარმოგვიდგინეს მინი სპექტაკლი  სახელწოდებით - „12 თვე“  ა. პუშკინის ზღაპრის მიხედვით. (ხელმძღვანელი - მ. კუბლაშვილი, დამდგმელი რეჟისორი მ. თევზაძე, მუსიკალური გაფორმება - ნ. ჭავჭანიძე).

Facebook