ღონისძიებები და პროექტები

2019 წლის 18 ოქტომბერი

ვაკე-საბურთალოს რ-ნის რესურს ცენტრმა  სკოლას გადასცა და ყველა მოსწავლეს დაურიგდა წიგნის სანიშნეები. სანიშნეებზე დატანილია ყველა ის აუცილებელი მოკლე ინფორმაცია, რომელიც ეხება გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112-ს. ეს ინფორმაცია  საჭიროა იცოდეს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ასაკის მოქალაქემ.

     აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში ყველა  კლასის დამრიგებლის მიერ ჩატარდა კლასის საათი. მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა 112 სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის შეკითხვები, რომლებზედაც მათ ამომწურავი პასუხები გაეცათ. V კლასის მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა თემატური პლაკატი, რომელიც ამშვენებს მათ საკლასო ოთახს.

2019 წლის 11 ივნისს X კასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასწავლო წლის დასკვნითი პროექტი საგანში - სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა. პროექტს ხელმძღვანელობდა საგნის მასწავლებელი ქ-ნი დალი ჯამასპიშვილი. მოსწავლეთა მიერ შერჩეულმა მასალამ, ფაქტებმა და საგანგაში სტატისტიკამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე.
2019 წლის  6 ივნისს მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ  V კლასის მოსწავლეებთან ერთად წარმოგვიდგინა პროექტი სახელწოდებით „1919-2019”, რომელიც მიეძღვნა ქართული საოპერო ხელოვნების დასაბამიდან 100 წლის იუბილეს.
2019 წლის 3 ივნისს I კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს მათთვის პირველი სასწავლო წლის დასრულება. კლასის დამრიგებელმა ქ-ნმა მარიამ კუბლაშვილმა წარმოგვიდგინა  ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენი წიგნი, ჩვენი ენა!“, რომელიც სრულად მოიცავდა პირველი კლასის საპროგრამო მასალას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
2019 წლის 3 ივნისს IV  კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს მინი- სპექტაკლი სახელწოდებით „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ი. გოგებაშვილის უკვდავი ქმნილების მიხედვით.  ეს იყო მათი გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც მოამზადა კლასის ხელმძღვანელმა ქ-ნმა თამთა აბულაძემ. ყველაფერთან ერთად წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბოლო სცენამ, როდესაც თამთა მასწავლებელმა თავის საყვარელ მოსწავლეებთან ერთად შეასრულა „იავნანა“.  სპექტაკლი დადგა მეტყველების მასწავლებელმა ქ-ნმა მანანა თევზაძემ, ხოლო მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ.
2019 წლის 30 მაისს ინგლისური ენის პედაგოგმა ქ-ნმა მარიამ დარჩაშვილმა  III კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით (დამრ.: ლ. ჯოხაძე)  წარმოგვიდგინა ყველასათვის საყვარელი ზღაპრის -„კონკიას“ („Cinderella“) კოსტიუმირებული, თეატრალიზებული დადგმა. ინგლისური ენის სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, მოსწავლეებმა გამოავლინეს მთელი რიგი უნარ-ჩვევებისა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მეტყველების წრის ხელმძღვანელი ქ-ნი მანანა თევზაძე. მუსიკალურად გააფორმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ, ხოლო ქორეოგრაფია ეკუთვნის ქ-ნ მარიამ ხინჩაგაშვილს.   

2019 წლის 30 მაისს კერძო სკოლა „ივერონს“ ესტუმრა თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბატონი ნიკოლოზ წულუკიძე. მის მობრძანებას მოუთმენლად ელოდნენ ჩვენი სკოლის  მოსწავლეები, რომლებმაც ბევრი რამ შეიტყვეს ბატონი ნიკოლოზის ბავშვობის, სტუდენტობის, მისი პროფესიის, გატაცებების, მოგზაურობის, წიგნების, ინტერესებისა და მრავალი მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ. ბ-ნი ნიკა ამჯერადაც გამოირჩეოდა მისთვის ჩვეული ხალისით, იუმორით, უშუალობითა და გულწრფელობით.

შეხვედრის ინიციატორი იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა „ივერონის“ დამფუძნებელთან ქ-ნ ციცო ჯაფარიძესთან ერთად. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტი პოპულარული ტელესერიალიდან „შუა ქალაქში“ ბატონი ნიკოლოზის მონაწილეობით, და მისი ცხოვრების ამსახველ ფოტო კადრებზე დაყრდნობით მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიდეო კოლაჟი.

ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე  „ივერონელებისთვის“. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ ასევე მასწავლებლები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.  

ჩვენო ძვირფასო XII კლასის მოსწავლეებო!

გილოცავთ სკოლის წარჩინებით დამთავრებას!  

ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი! -აი ესაა თორმეტი წლის გულმოდგინედ სწავლისა და შრომის შედეგი!

დაგილოცავთ გზას მომავლისკენ!
2019 წლის 17 მაისს X კლასმა წარმოადგინა პროექტი გეოგრაფიაში სახელწოდებით - „ნატო - საქართველის გზა ევროპისკენ!“ (საგნის მასწავლებელი და პროექტის ხელმძღვანელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე). მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის ღრმა ცოდნა და პრეზენტაციის სათანადო უნარ-ჩვევები.
2019 წლის 13 მაისს II  კლასმა გაზაფხულის არაჩვეულებრივი ზეიმი მოგვიწყვეს. კლასის დამრიგებელი და ღონისძიების ხელმძღვანელია ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის მუსიკის მასწავლებელს ქ-ნ ნანა ჭავჭანიძეს. 

Facebook