„ინტერნეტის სიკეთე და საფრთხე“ - ამ სახელწოდებით 2019 წლის 18 ოქტომბერს „ივერონის“ ბიბლიოთეკაში შედგა X-XI კლასების მოსწავლეთა დებატები. დებატების თემა ეხებოდა დღესდღეობით მეტად აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს - ინტერნეტის მოხმარების დადებით და უარყოფით ტენდენციებს, მისი მოხმარების სასიკეთო და საფრთხისშემცველ მახასიათებლებს.
სამოქალაქო განათლების კლუბი „ივერონის“ ფარგლებში, პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე. დებატები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, გაჟღერდა არაერთი საფუძვლიანი არგუმენტი ინტერნეტის მოხმარების სიკეთისა და რეალური საფრთხის არსებობის შესახებ.2019 წლის 11 ოქტომბერს სკოლა „ივერონის“ სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ (ხელმძღვანელი მარინე ბექურიძე), ჩატარდა პროექტი სასკოლო ბულინგის თემაზე, სახელწოდებით „ძლიერები არ ძალადობენ - არა ბულინგს!!! პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე. პროექტი განხორციელდა VII და IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII და XI კლასების მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.
პროექტის მსვლელობისას გამოყენებული იყო „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური („ბულინგი“, „ბულინგი სკოლაში“) და მოკლემეტრაჟიანი („შევცვალოთ ბულინგი მეგობრობით“) ფილმები. ასევე გაჟღერდა ცნობილი ქართველი სპორტსმენების მოწოდებები ძალადობის წინააღმდეგ. მოსწავლეთა მიერ მომზადდა პლაკატები, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს ტექსტი-მიმართვის ჩანაწერები, რომელიც მათივე ინიციატივით განთავსდა სკოლის დერეფანში.
2019 წლის 18 ოქტომბერი
ვაკე-საბურთალოს რ-ნის რესურს ცენტრმა სკოლას გადასცა და ყველა
მოსწავლეს დაურიგდა წიგნის სანიშნეები. სანიშნეებზე დატანილია ყველა
ის აუცილებელი მოკლე ინფორმაცია, რომელიც ეხება გადაუდებელი
დახმარების სამსახურს - 112-ს. ეს ინფორმაცია საჭიროა
იცოდეს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ასაკის მოქალაქემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში ყველა კლასის დამრიგებლის მიერ ჩატარდა კლასის საათი. მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა 112 სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის შეკითხვები, რომლებზედაც მათ ამომწურავი პასუხები გაეცათ. V კლასის მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა თემატური პლაკატი, რომელიც ამშვენებს მათ საკლასო ოთახს.
2019 წლის 30 მაისს კერძო სკოლა „ივერონს“ ესტუმრა თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბატონი ნიკოლოზ წულუკიძე. მის მობრძანებას მოუთმენლად ელოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ბევრი რამ შეიტყვეს ბატონი ნიკოლოზის ბავშვობის, სტუდენტობის, მისი პროფესიის, გატაცებების, მოგზაურობის, წიგნების, ინტერესებისა და მრავალი მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ. ბ-ნი ნიკა ამჯერადაც გამოირჩეოდა მისთვის ჩვეული ხალისით, იუმორით, უშუალობითა და გულწრფელობით.
შეხვედრის ინიციატორი იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა „ივერონის“ დამფუძნებელთან ქ-ნ ციცო ჯაფარიძესთან ერთად. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტი პოპულარული ტელესერიალიდან „შუა ქალაქში“ ბატონი ნიკოლოზის მონაწილეობით, და მისი ცხოვრების ამსახველ ფოტო კადრებზე დაყრდნობით მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიდეო კოლაჟი.
ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე „ივერონელებისთვის“. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ ასევე მასწავლებლები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.









