ღონისძიებები და პროექტები

ჩვენო ძვირფასო XII კლასის მოსწავლეებო!

გილოცავთ სკოლის წარჩინებით დამთავრებას!  

ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი! -აი ესაა თორმეტი წლის გულმოდგინედ სწავლისა და შრომის შედეგი!

დაგილოცავთ გზას მომავლისკენ!
2019 წლის 17 მაისს X კლასმა წარმოადგინა პროექტი გეოგრაფიაში სახელწოდებით - „ნატო - საქართველის გზა ევროპისკენ!“ (საგნის მასწავლებელი და პროექტის ხელმძღვანელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე). მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის ღრმა ცოდნა და პრეზენტაციის სათანადო უნარ-ჩვევები.
2019 წლის 13 მაისს II  კლასმა გაზაფხულის არაჩვეულებრივი ზეიმი მოგვიწყვეს. კლასის დამრიგებელი და ღონისძიების ხელმძღვანელია ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის მუსიკის მასწავლებელს ქ-ნ ნანა ჭავჭანიძეს. 

2019 წლის 7 მაისს სკოლა „ივერონმა“  2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ მედალოსნებს (კლასის დამრიგებელი: ეკატერინე  კაციტაძე) გადასცა  ოქროსა და ვერცხლის მედლები და შესაბამისი სერთიფიკატები. ესენი არიან:

ოქროს მედლების მფლობელები - ანი ჩიჩუა და სალომე სარაჯიშვილი

ვერცხლის მედლების მფლობელები - მარიამ კვასტიანი და სალომე გორგაძე.

ვულოცავთ მათ ამ პირველ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას!
2019 წლის 25 აპრილს ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ-ნმა მარიამ დარჩაშვილმა VIII კლასში წარმოადგინა  საგაკვეთილო პროექტი სახელწოდებით  „ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები“

           22.03.2019 წ.

IV კლასი  (დამრიგებელი: თ. აბულაძე)

სკოლა „ივერონის“ IV კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს! 

     19.11.2018წ.

VIII კლასი (დამრიგებელი: ე. დუღაშვილი)
VIII
კლასმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით „ჟანრი სახვით ხელოვნებაში“ (მასწავლებელი: ლალი ლამბრიანიძე). მოსწავლეებმა ისაუბრეს ჟანრის რაობის, მისი ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ და მის სახეობებზე. ერთმანეთისაგან განასხვავეს ცნობილი მხატვრების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები.
21.03.2019წ.

I
კლასი (დამრიგებელი: მ.კუბლაშვილი)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქალბატონ თამთა აბულაძის დახმარებით, სკოლა „ივერონის“  
I კლასი ეხმიანება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. 

Facebook