1. ხელოვნების მოყვარულთა კლუბში 3 და 4 თებერვალს შეიკრიბნენ V-VII კლ მოსწავლეები. მათ ამჯერად იხილეს დოკუმენტური ფილმი „პატარა მაწანწალას დაბადება“ ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი კომიკოსი კინომსახიობის - ჩარლი ჩაპლინის შესახებ, რომელიც ასევე იყო რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩაპლინის ცხოვრებიდან მათთვის დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ ეპიზოდებზე. მათი საბოლოო მოსაზრება იყოს ის, რომ ადამიანის წარმატებული მომავალი მის ხელშია. ის ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მიზანსწრაფული, მშომისმოყვარე და თავდაჯერებული იქნება ის. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ჩაპლინის ფილმებიდან. მათზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან ერთად (მ. ბექურიძე), ისაუბრეს ჩაპლინის, როგორც კომპოზიტორის მუსიკალური ენის მახასიათებლებზე და მუსიკის როლზე მუნჯ კინოში.
დოკუმენტერი ფილმის გარდა, მოსწავლეებმა იხილეს ასევე ანიმაციური ფილმი, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი არის ჩარლი ჩაპლინი, მისთვის დამახასიათებელი გარეგნობით, ქცევითა და თავგადასავლებით.
2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო პროექტის თემაა - ჯანსაღი ცხოვრების წესი - „იზრუნა ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივე სიცოცხლე“.
პროექტის ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ზამთრის არდადეგების პერიოდში დაიგეგმა დასვენება ბაკურიანში. მათ გვერდში დაუდგნენ მშობლები. მათთან ერთდ იმყოფებოდა კლასის დამრიგებელი ქ-ნი ლალი ლამბრიანიძე. ეს იყო არა მარტო დასვენება, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. ბავშვები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში.
ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლე - გაბრიელ გეგნავა ყოველთვის წარმატებით მონაწილეობს კინგსის ოლიმპიადებში. ასე იყო ამჯერადაც - მან სამ საგანში (ქართული, მათემატიკა და ინგლისური) მონაწილეობა მიიღო კინგსის ოლიმპიადის საერთაშორისო ლიგაზე და დაიმსახურა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, რითაც ყველა ძალან გაგვახარა.
ვულოცავთ ჩვენს გაბრიელს ამ გამარჯვებას!
ვუსურვებთ, რომ კვლავაც არაერთი ჯილდოს მფლობელი გამხდარიყოს გაეხარებინოს მისი გუშემატკივრები!!!















