image
image
image
image
image
სიახლეები
ექსკურსია ვარიანში   (I კლ)

02 ივნისს I კლასის მოსწავლეები მშობლებთან, დამრიგებელთან და აღმზრდელებთან ერთად, ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სოფელ ვარიანში. მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობისეული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვებზე მოახდინა ოთახმა, სადაც საკლასო ოთახი იყო მოწყობილი.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ,  ჩვენი პატარები კარგად გაერთნენ ღია სივრცეში და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში - ეს იყო მათი პირველი და დაუვიწყარი ექსკურსია.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა  (VIII-IX-X კლ)

ჩვენი სკოლის ახლა უკვე კურსდამთავრებულმა - ნინო შარაძემ, სკოლის VIII-IX-X კლასების მოსწავლეებთან მოაწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მოხალისეობრივ პროექტების  -  Erasmus+ და Erasmus .  ნინომ ბავშვებს გააცნო წესები და პირობები, გააცნო თუ როგორ უნდა შეივსოს აპლიკაცია. ასევე ესაუბრა ასაკის შესაბამის კრიტერიუმებზე და მიაწოდა ინფრომაცია პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესახებ.

თავად ნინო აღნიშნულ პროგრამაში სხვადასხვა დროს არაერთხელ იყო ჩართული და ყოველთვის წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაგვიბრუნდა. მადლობა მას საინტერესო  და ჩვენი მოსწავლეებისათვის სასარგებლო შეხვედრისათვის.
დ. კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“   (VII კლ).
VII კლ-ის მოსწავლებმა წიგნის მოყვარულთა კლუბში წაიკითხეს და განიხილეს დ. კლდიაშვილის ნაწარმოები „ბაკულას ღორები“. შეკრების მიზანი იყო მწერლის თხზულებისა და თუმანიშვილის თეატრის ამავე სახელწოდების სპექტაკლის სცენარის შედარება. მოსწავლეებმა ასევე თვალი გადაავლეს იმ ჩანაწერებს, რომელიც შესულია სპექტაკლის ინსცენირების ავტორის - ბ-ნ ცოტნე ნაკაშიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულში.
მიხეილ თუმანიშვილი - საუკუნის პორტრეტები   (VII-VIII კლ)
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლის სტუმრობის შემდეგ, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები (VII-VIII კლ). მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „მიხეილ თუმანიშვილი - საუკუნის პორტრეტები“, სადაც მოთხრობილი იყო საინტერესო ეპიზოდები დიდი რეჟისორის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.  2008 წელს გადაღებულ ფილმში მათ ასევე იხილეს  და ამოიცვნეს ის მსახიობები, რომლებიც ერთი კვირის წინ კინომსახიობთა თეატრის სცენაზე გაიცვნეს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.