image
image
image
image
image
სიახლეები
ეთნოგრაფიული მასტერკლასები და ვორქშოფები   (VIII კლ)

2024 წლის 11 ოქტომბერს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში,  VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ დიდუბის საგამოფენო სივრცეში -  "მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტზე" - ეთნოფესტი 2024" (ორგანიზატორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი -  @tbilisiethnofest -ის გვერდს და ასეც #ETHNOFEST2024

სადაც ჩარდა ეთნოგრაფიული მასტერკლასები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მასტერკლასებს ატარებდა 150-ზე მეტი ქართველი და უცხოელი (აზერბაიჯანელი, ბრაზილიელი, ჩეხი, დიდ ბრიტანელი, ყაზახი) დიზაინერი და ოსტატი, რომლებიც მნახველებს აცნობდნენ თავიანთ შემოქმედებას, მასთან დაკავშირებულ ისტორიულ წყაროებს და უმხელდნენ შემოქმედებით „საიდუმლოებებს“.

სკოლა „ივერონის“ მოსწავლეები ეთნოფესტზე მიიწვია ქ-ნმა თეა გოცირიძემ,  რომელიც გახლავთ საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორი.

მრავალფეროვანი თემატიკიდან VIII კლასის მოსწავლეებმა არჩევანი გააკეთეს და ესწრებოდნენ ბრაზილიური სამკაულების შექმნის ხელოვნების მასტერკლასს სახელწოდებით: „შექმენი სამკაული ბრაზილიური ოქროს ბალახილაგან“, რომელიც ჩაატარა ბრაზილიელმა ოსტატმა ქ-ნმა ფაბიანა ბაზერამ. მან დამსწრეებს დაწვრილებით აუხსნა  ეროვნული სამკაულების შექმნასთან დაკავშირებით არსებული ყველა დატალი.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენელი სხვადასხვა ქვეყნის ხალხური შემოქმედების მრავალფეროვანი ნაკეთობები.

ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიზიტი ჩვენი მოსწავლეებისათვის.

დაწყებითი კლასების მოსწავლეთა წარმატებები საგნობრივ ოლიმპიადებზე.

როგორც წესი, დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ ამ მხრივ. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გასულ სასწავლო წელს მონაწილეობდნენ  KINGS-ისა და „ევერესტის“  ოლიმპიადებში. ესენი არიან:

1.    ანასოფია გულედანი  (III კლ) - სერთიფიკატი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე

2.      ელენე ფილფანი  (III კლ) -  სერთიფიკატი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე

3.      დავიდ ოთხოზორია (IV კლ) -  სერთიფიკატი - კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე

დემნა ჩაკვეტაძე  (V კლ) -  III ხარისხის დიპლომი - კინგსის ქართული ენის  2024 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე; I ხარისხის დიპლომი - კინგსის ინგლისური ენის  2024 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე; სერთიფიკატი - მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მონაწილე;
წიგნის მოყვარულთა კლუბი - ნოდარ დუმბაძე  (Vბ კლ)

V ბ კლასის მოსწავლეები წიგნის მოყვარულთა კლუბის ნორჩი წარმომადგენლები არიან. მათთან საუბარი შედგა ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიისა და ნაწარმოებების შესახებ. მიუხედავად პატარა ასაკისა, მათი ნაწილი კარგად იცნობს დუმბაძის მოთხრობებს.  მოსწავლეებმა იხილეს ქართული ფილმი - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟ.: თ. აბულაძე) და მოხდა მისი შედარებითი ანალიზი ლიტერატურულ პირველწყაროსთან.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.