image
image
image
image
image
სიახლეები
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა თამარ ჩაჩუამ, V კლასში ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება სახელწოდებით -„მე ვარ საქართველო!“. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის ქართული პატრიოტული პოეზიის შესწავლას; ზეპირი მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარების განვითვარებას. დასასრულს, ყველამ ერთად შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ინტერგირებული გაკვეთილი  (VI კლასი)

VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი - ჩვენი საქართველო-მათემატიკა. (მასწ.: . ბუცხრიკიძე და . შაროვი). გაკვეთილის თემა იყო - მასშტაბი. მოსწავლეებმა ახსნეს მასშტაბის რაობა, მნიშვნელობა, სახეები, დანიშნულება და გამოყენება. მათ ჯგუფურად შეასრულეს დავალებელი, პრაქტიკული სავარჯიშოები - მასშტაბის გამოყენებით ამოხსნეს როგორც გეოგრაფიული, ასევე მათემატიკური  ამოცანები, რითაც გამოავლინეს საგნთაშორის ურთიერთკავშირი.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა აჩვენეს პროგრამის სიღრმისეული ცოდნა ორივე საგანში. მათი პასუხები იყო სხარტი, ზუსტი. გამოავლინეს ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის სათანადო უნარ-ჩვევები.

სპორტული აქტივობა  (V-VI კლ)
დაწყებითი კლასების V-VI კლასების მოსწავლეები სასწ. წლის მანძილზე, გულმოდგინედ მოემზადდნენ საფეხბურთო ორთაბრძოლისათვის. თავდაპირველად თამაში Vკლასის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ დაწინაურდა VI კლასი და თამაში დასრულდა ანგარიშით - 4:2.  გაიმარჯვა VI კლასის გუნდმა.
ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე! - კითხვები სკოლის ექთანთან

სასწავლო წლის მანძილზე, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, კლასის დამრიგებლებმა სკოლის ექთანი მიიწვიეს სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ.  შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსწავლეთა შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სეზონურად გავრცელებულ რესპირატორულ და ინფექციურ დაავადებებს, ხოლო გაზაფხული-ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, მოსწავლეები ინტერესდებიან სხვადასხვა სახის ტრავმებით - დაჟეჟილობითა და მოტეხილობით გამოწვეული პრობლემებით. შეხვედრების დასასრულს ჩვენი მოსწავლეები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, პირველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენური ნორმების დაცვას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და წინდახედულობა.  

საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან კი სადამრიგებლო საათის თემატიკა დაკავშირებული იყო მოზარდებში გავრცელებულ სხვადასხვა მავნე ჩვევებთან - თამბაქოს მოხმარებითა და ნარკოდამოკიდებულებულებით გამოწვეულ პრობლემებთან.
ნიკო ფიროსმანი  (VI კლ)
სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები - VI კლასის მოსწავლეები. მათ სურვილი გამოთქვეს ამჯერად  ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გაცნობოდნენ. იხილეს ნიკალას ნამუშევრები (https://www.youtube.com/watch?v=6wJdqOuWFrA ) და ფრაგმენტი ფილმიდან „კვლევები ფიროსმანის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შესახებ“ (https://www.youtube.com/watch?v=WTtzkV77f0Y ). მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ნამუშევართა თემატიკაზე, სტილის თავისებურებაზე, ეპოქალურ მახასიათებლებზე და ა.შ. ბოლოს კი მოსწავლეთა უმრავლესობამ დაასახელა ფიროსმანის ის ნამუშევარი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.