image
image
image
image
image
სიახლეები
საგანმანათლებლო-შემეცნებით  ექსკურსია    (IX ბ კლ)

მიმდინარე სასწავლო წლის 10 ივნისს, IX ბ კლასი იმყოფებოდა საგანმანათლებლო-შემეცნებით  ექსკურსიაზე, რომლის ხელმძღვანელიც იყო კლასის დამრიგებელი ქ-ნი ლიანა ახალკაცი. მოსწავლეებმა მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი სოფ. ჩარგალში და ანანურის სამონასტრო კომპლექსი - შესწავლილი მასალა  (ნ. ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“) დააკავშირეს ანანურის ციხესთან და არაგვის ხეობასთან. 
 ჩარგალში მოსწავლეებმა მოიმინეს ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, საინტერესო იყო იმ ნივთების ხილვა, რომელსაც ვაჟა მოიხმარდა შემოქმედებისა და შრომითი საქმიანობის დროს. ძალზე საინტერესო იყო მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება... მოსწავლეები ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.

ხელოვნების მოყვარულთა კლუბი  - გასვლითი პრეზენტაცია
ხელოვნების მოყვარულთა კლუბის ფარგლებში VI, VIII და IX ა კლასები იმყოფებოდნენ შემეცნებით, საგანმანათლებლო ექსკურსიაზე მარშრუტით თბილისი-წილკანი-ანანური-თბილისი (ხელმძღვანელი მ. ბექურიძე). VI კლასის მოსწავლეემა - წილკანში, ხოლო VIII კლასების მოსწავლეებმა - ანანურიში, წარმოადგინეს პრეზენტაცია აღნიშნული სამონასწტრო კომპლექსების შესახებ. პრეზენტაცია შეაფასეს IX ა კლასის მოსწავლეებმა, ასევე დამსწრე მასწავლებლებმა და მშობლებმა. კლუბის გასვლით პრეზენტაციას დირექციიდან ესწრებოდა სკოლის ორგანიხატორი, ხელოვნებათმცოდნე ქ-ნი ლალი ლამბრიანიძე.
„მათემატიკური ოინები“     (IV, V, VI და VII კლასები)

სკოლა „ივერონის“ მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ნატო შაროვი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეიყვარონ მათემატიკა. ნატო მასწავლებელი ცდილობს, რომ  მოსწავლეებმა მათემატიკური ამოცანებისა და  მაგალითების გამოთვლების გარდა, დაინახონ ის საინტერესო და სახალისო „ოინები“, რომლებიც ამ საგნის ფარგლებში საკმაოდ გვხვდება. ეს იყო ინტერაქციური ღონისძიება, რომელშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ასევე მაღალი კლასების მოსწავლეებიც.სახალისო გამოთვლების შემდეგ, IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი - „მათემატიკის გაკვეთილზე“.

ხელოვნების მოყვარულთა კლუბი

ხელოვნების მოყვარულთა კლუბის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებმა ფოტოაპარატებით შემოიარეს სკოლის ეზო და ფირზე აღბეჭდეს ბუნების ლამაზი ქმნილებები. კლასმა გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლე - მარიამ დარჩიძე, რომელმაც კლუბის წევრთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მარიამმა გადაღებული ფოტოებით  წარმოადგინა სლაიდშოუ.
ეს იყო ჩვენი მოსწავლეების პირველი მცდელობა ფოტოხელოვნების კუთხით. კლასმა იმუშავა დიდი გატაცებითა და  დაკვირვებით. კლუბის წევრები ზაფხულშიც გააგრძელებენ დაკვირვებას გარემომცველ სამყაროზე და ახალ სასწავლო წელს წარმოგვიდგენენ საინტერესო ფოტო-ნამუშევრებს.

სიგელების გადაცემა     (IV და VII კლ)
ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან ინტელექტუალური თამაშში „ტვინების ბრძოლა“. ამჯერად სიგელები დაიმსახურეს გუნდებმა IV და VII კლასების  მოსწავლეთა მონაწილეობით  და მათმა ხელმძღვანელებმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.