image
image
image
image
image
სიახლეები
ნორჩი „წიგნისმოყვარულები“ (II  და IV კლასები)
2022 წლის 08  ივნისს სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ წიგნისმოყვარულთა კლუბის ნორჩი წევრები - II და  IV კლასების მოსწავლეები.   შეკრებას ხელმძღვანელობდა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქ-ნი მარინა ბექურიძე. მათ ისაუბრეს ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და საბავშვო ლიტერატურაზე, დაასახელა მათთვის საყვარელი ზღაპრები. შემდეგ კი წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპრები - „გვრიტი“ და  „ჭინჭრაქა“.
ვიქტორინა გეოგრაფიაში  (VII კლასი)
2022 წლის 06 ივნისს გეოგრაფიის გაკვეთილზე ჩატარდა ვიქტორინა, რომლის მიზანიც იყო  განვლილი მასალის თავმოყრა. ამ აქტივობით  შეჯამდა მოსწავლეთა ცოდნა კონტინენტების შესახებ. მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის სიღრმისეული  ცოდნა. დაძაბული პაექრობის შემდეგ, კი დაწინაურდა და გამარჯვებულად დასახელდა ერთ-ერთი გუნდი.  /მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე/
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე  (VIII კლასი)
VIII კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს და იმსჯელეს თემაზე როგორია მოსწავლეთა მონაწილეობის ფორმები თვითმმართველობაში" /მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე/
დისკუსია სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე  (X კლასი)
2022 წლის 31 მაისს X კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩატარდა დისკუსია თემაზე როგორ გვესმის თავისუფლება" /მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე/
ლუკა ბერიშვილი  -  ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებული!

2022 წლის 04 ივნისს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ-მ) უმასპინძლა ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“  გამარჯვებულებს. კონკურსის იდეის ავტორია ბ-ნი გია მურღულია.

კონკურსი ამჯერად  რიგით მეშვიდედ ჩატარდა.  ქვეყნის მასშტაბით მასში მონაწილეობა მიიღო X-XII კლასების 750-მდე მოსწავლემ. მათგან ფინალში გადავიდა 122 მოსწავლე.

 კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება. კონკურსი ასევე ითვალისწინებდა გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა დაჯილდოებასაც.

კონკურსანტთა ნამუშევრების  მაღალი დონის გათვალისწინებით, 10 გამარჯვებულის ნაცვლად, ჟიურიმ 15 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგანაც  4 არის კონკურსის „ წარჩინებული“ მონაწილე, 8 -  „გამორჩეული“  კონკურსანტი, ხოლო  3 -  „აბსოლუტური“ გამარჯვებული.

დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეული იყო საუკეთესო ნამუშევრების  ავტორი  34 კონკურსანტი,  მათი მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და გულშემატკივრები.

გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები, სხვადასხვა პრიზები, ხოლო „საპრიზო სამეული“ და მათი მასწავლებლები, გარდა აღნიშნულისა, დაჯილდოვდნენ ფულადი ჯილდოთიც.  (მთავარი სპონსორი - სეუ. ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი). გამარჯვებულ სამ მოსწავლეს სეუ-სგან გადაეცა ათას-ათასი ლარი, მათ მასწავლებლებს კი - 700-700 ლარი. სამივე მასწავლებელი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დააჯილდოვა 500-500 ლარით.

კონკურსანტებსა და მათ პედაგოგებს წარმატება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელებმა გიორგი ამილახვარმა და თამარ ტალიაშვილმა (Zoom-ით). მათვე გამოაცხადეს, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს მიიწვევენ შეხვედრაზე პარლამენტში.

ცერემონიას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, რომელმაც, ასევე, მიულოცა გამარჯვებულებს წარმატება და პრიზები გადასცა პირველ სამეულს. მანვე გამოაცხადა, რომ წარმატებულ კონკურსანტებს მიიწვევს შეხვედრაზე სამინისტროში და მათგან წამოსული ყველაზე საინტერესო ხედვებისა და საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად დაეხმარებიან შესაბამის სკოლებს.

 

გამარჯვებულ სამეულში  დასახელდა კერძო სკოლა  „ივერონის“  XII კლასის მოსწავლე - ლუკა ბერიშვილი .

სკოლის  დირექცია და ყველა მასწავლებელი  ულოცავს  ლუკას ამ დიდ გამარჯვებას  და უსურვებს წარმატებებით აღსავსე მომავალს.

ასევე ვულოცავთ ლუკას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ქალბატონ ეკატერინე კაციტაძეს  მისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოსწავლის გამარჯვებას.

ლუკა ბერიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას!!!

 გვიყვარხარ და გვეამაყები !!!

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.