2022 წლის 29 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით, მოეწყო შაბათობა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, IX კლასის მოსწავლეებმა შეძლეს დაგეგმილი აქტივობის ნაწილობრივი განხორციელება - გაასუფთავეს სკოლის ეზოს პატარა ტერიტორია.
მათ ასევე შეუერთდნენ VII კლასის მოსწავლეებიც. როგორც ითქვა, სასკოლო პროექტის ფარგლებში წამოწყებული აქტივობა - სკოლის ეზოს გამწვანება - უნდა გაგრძელებულიყო. ასეც მოხდა, ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ მოტანილი ყვავილების ნერგები, ჩვენმა მოსწავლეებმა დარგეს და ამით გაალამაზეს სასკოლო გარემო.
VIII
კლასის
მოსწავლეებმა
განახორციელეს
კომპლექსური
დავალება
ფიზიკაში
,,იგლუ".
თემა:
სითბური
მოვლენები;
დავალების ფარგლებში დამუშავდა შემდეგი ცნებები:
მატერია
(სითბური გაფართოება, თბოგამტარობა), სტრუქტურა, ენერგი (კონვექცია,
გამოსხივება) ურთიერთქმედება, კვლევის მეთოდი (ცდა, ექსპერიმენტი) და
ა. შ.
კომპლექსური
დავალების
განხორციელების
პროცესში
მოსწავლეები
აქტიურად
იყვნენ
ჩართულნი,
თემასთან დაკავშირებით მათ
მოიძიეს
სხვადასხვა
საინტერესო
ინფორმაცია,
წარმოადგინეს
ფოტომასალა,
შექმნეს
მოდელები,
გააკეთეს
ანალიზი
და
წარმოადგინებს საინტერესო
პრეზენტაციები.
მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს ისაუბრეს კომპლექსური დავალების მეთოდით სწავლების უპირატესობასა და დავალების განხორციელების პროცესში შეძენილ ცოდნა-გამოცდილებაზე.
მოსწავლეებმა პასუხი გასცეს საკვანძო შეკითხვებს: როგორ შეიძლება სხეულის ტემპერატურის შეცვლა? რატომ ვრცელდება სითბო განსხვავებულად სხვადასხვა ნივთიერებაში? და სხვა
გაკვეთილის კომპლ. დავალების პრეზენტაციამ დაგვანახა შედეგი (ინდიკატორები): სითბოს გადაცემის სახეების დახასიათება და მათ თავისებურებებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ. საბ. 1, 2, 3) /მასწ.: მ. გოგაძე/
















