image
image
image
image
image
სიახლეები
აბსტრაქცია პოლოს სტილში   (IX ლ)

IX კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, შექმნეს ნამუშევარი ამერიკელი აბსტრაქციონისტი მხატვრის - ჯექსონ პოლოს სტილში.  /მასწ.: ქ. თვაური/

გარემოზე ზრუნვა   (VII კლ)

ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი - ჯონ ოდომონი.

 რატომ უნდა იზრუნო გარემოზე? გარემოზე ზრუნვა ნიშნავს თუ არა ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას? რატომ აქვს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას არსებითი მნიშვნელობა გარემოს დაცვის საკითხებში და როგორ შეიძლება მეც შევიტანო წვლილი მათ გადაწყვეტაში? როგორ შეიძლება ნარჩენების სწორად მართვამ ხელი შეუწყოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გასცეს პასუხი მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანიმაციური ფილმების - „ნარჩენების მართვა" და მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა" -ერთობლივად ნახვის შემდეგ.  /მოქალაქეობა  -  ე. ბუცხრიკიძე/
პლასტმასის გამოყენება   (X კლ)

2022 წლის 19 აპრილს, სასკოლო პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე „პლასტმასის ნარჩენები“. მათ დაწვრილებით ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც გამოწვეულია პლასტმასის ნივთების მოხმარებითა და შემდგომ ამ ნივთების უკონტროლო გადაყრით. ამის შედეგად ბინძურდება წყალი, ხმელეთი, ჰაერი... საბოლოოდ კი მივდივართ ურთულეს ეკოლოგიურ პრობლემებთან, რაც თავს შეგვახსენებს საკმაოდ ახლო მომავალში. 

პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები იმაზე, რომ ყველა ჩვენგანის ვალია, რომ სწორედ დღეს ვიზრუნოთ ამ საკითხებზე და  გადავდგათ რეალური ნაბიჯები პრობლემის შესაჩერებლად.

/ბიოლოგია  -  მასწ.: ა. მელისკაური/

მდგრადი განვითარების 17 მიზანი  (IX კლ)
გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად 2000 წელს, გაეროს წევრი 193 ქვეყნის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ათასწლეულის განვითარების მიზნები, რომელიც 2015 წელს უნდა ყოფილიყო მიღწეული. ამ ციკლის დასრულების შემდეგ მსოფლიო ახალ დღისწესრიგზე გადაერთო, 2015 წელს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები 17 მიზანზე შეთანხმდნენ, რომლებსაც 2030 წლისთვის უნდა მივაღწიოთ. ამ მიზნების მიღწევაში მონაწილეობენ ქვეყნების: ცენტრელური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საერთაშორისო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი. /მოქალაქეობა  -  ე. ბუცხრიკიძე/
„ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს ქალაქში“   (VII კლ)

სასკოლო პროექტის ფარგლებში  VII კლასმა რუსულ ენაში წარმოადგინა  პროექტი  სახელწოდებით - „ეკოლიგიური პრობლემები ჩვენ ქალაქში." მათ გაგვაცნეს სტატისტიკური მონაცემები, ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეულ ადამიანთა წუხილზე.  შეადგინეს დიაგრამა, რომელიც გამოხატავს   ჟანგბადის და ოზონის პროცენტულ რაოდენობას ატმოსფეროში. მოიძიეს ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ. პროექტს ჰქონდა შემეცნებითი ხასიათი - მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ვფიქრობთ, მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ უკეთ გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გარემოზე ზრუნვა...  რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაბინძურებას...  რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის თანდათანობით დაძლევა. /ინტეგრირებული: რუსული ენა - მ. კორსაველი და მათემატიკა - ც. სოხაძე/

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.